სტილი

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

ეს დღესასწაული ეძღვნება სიყვარულსა და რომანტიკულ ურთიერთობებს. თუ პარტნიორი გყავს, ამ დღეს შეგიძლია მას აგრძნობინო, რომ იგი განსაკუთრებულია. TREND. გთავაზობთ ლამაზი და სექსუალური თეთრეულების სიას, რომელებიც აუცილებლად დაიმსახურებს მის კომპლიმენტებს და ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩება.

1. პენუარი

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

სექსუალურობა ყველასთვის განსხვავებულია. ვერავინ გეტყვის, როგორ სამოსში უნდა იგრძნო თავი მიმზიდველად. ამიტომ, იგრძენი თავი სექსუალურად, თავდაჯერებულად და კომფორტულად პენუარში, აარჩიე შენი საყვარელი ფერი და მოხიბლე შენი პარტნიორი!

2. ფორმიანი ბიუსჰალტერი

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

თუ ვალენტინობის დღეს არა, მაშინ როდისღა უნდა ჩაიცვა მსგავსი ბიუსჰალტერი?! შეგიძლია შენს მამაკაცს სიურპრიზიც მოუწყო და კაბის ქვეშ, დაფარულად ჩაიცვა ულამაზესი ბიუსჰალტერი. შემდეგ კი გააოცო იგი!

3. კორსეტი

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

კორსეტი გაცილებით ფორმიანს და სექსუალურს აჩენს ნებისმიერ სხეულს, ხოლო თუ მუცელი შენთვის პრობლემას წარმოადგენს, კორსეტი დაგეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში!

4. აბრეშუმის პიჟამა

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

არ იფიქრო, რომ აბრეშუმის პიჟამა ნაკლებად სექსუალურია, ვიდრე მაქმანიანი თეთრეული. თუკი გირჩევნია დამალო შენი სხეული და ამავდროულად სექსუალურად გამოიყურებოდე აბრეშუმის პიჟამა საუკეთესო გადაწყვეტილებაა!

5. სექსუალური ბოდე

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

მსგავს ბოდეში შეიძლება თავი ”გრეის ორმოცდაათი ელფერის” პერსონაჟადაც კი შეგიძლია წარმოიდგინო! მოირგე მაქმანის ბოდე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და მომხიბვლელს გაგხდის. 

6. თეთრეული

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

ლამაზი ბიუსჰალტერი თავს განსხვავებულ ქალად გაგრძნობინებს! ამიტომ, არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან და განსაკუთრებულ დღეს მიეცი თავს უფლება, იყო ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში.

7. ვიწრო, გამჭირვალე გეტრი

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

ნებისმიერ ჩაცმულობას მსგავსი გეტრი სიტყვებშეუფერებელ სექსუალურობას მატებს, მინი ქვედაბოლოზე გამჭირვალე გრძელი გეტრებით შენ ნამდვილი სექს სიმობოლო იქნები!

8. ატლასის ხალათი

როგორ უნდა გავხადოთ ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებული

ჩაიცვი სექსუალური თეთრეული ატლასის ხალათის შიგნით და გახადე ეს დღე, როგორც შენთვის, ასევე შენი პარტნიორისთვის დაუვიწყარი!



<a href="http://fashion.allwomenstalk.com/best-lingerie-options-to-wear-on-valentines-day">http://fashion.allwomenstalk.com</a>