რა იწვევს სეზონურ ალერგიას?
ჰაერში არსებული აგენტები, პათოგენები ან ალერგენები (როგორიცაა ყვავილის მტვერი), ჩასუნთქვის დროს ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში. იმუნური სისტემა შეცდომით ხედავს მტვერს, როგორც საფრთხეს და გამოყოფს ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან ალერგენებს და ცხვირში, თვალებსა და ფილტვებში ათავისუფლებენ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ჰისტამინი. ჰისტამინი მიზნად ისახავს მავნე აგენტების შეტევას და მათ ორგანიზმიდან განდევნას. ჰისტამინის ერთ-ერთი მთავარი ეფექტი კი, ანთებაა.
კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს მრავალი ბუნებრივი საშუალება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ალერგიის სიმპტომების კონტროლი:
1. გაიწმინდეთ ცხვირი
მტვერი სწორედ ჩვენს ლორწოვან გარსს ეკვრის. ამიტომ, სცადეთ ცხვირის ღრუს გაწმენდა სინუსების ირიგატორით ან ცხვირის ზეთებით.
2. მართეთ სტრესი
სტრესის ჰორმონები ანადგურებს სხეულს. განსაკუთრებით კი, იმუნურ სისტემას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სეზონურ ალერგიას. იფიქრეთ სტრესის მართვის ისეთ მეთოდებზე, როგორიცაა მედიტაცია, საკუთარ თავზე ზრუნვა, არტ თერაპია და ა.შ. ამ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება.
3. გამოიკვლიეთ მცენარეული საშუალებები
ბუერა არის ბალახი, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია სეზონური ალერგიის სიმპტომების შემსუბუქება და მოქმედებს როგორც ანტიჰისტამინი. ხოლო კვარციტინი არის საკვები ნივთიერება, რომელიც გვხვდება ხახვში, ვაშლსა და შავ ჩაიში - კვლევებით დასტურდება, რომ ის ბლოკავს ჰისტამინის გამოყოფას.
4. აირჩიეთ სხეულის დეტოქსიკაცია
ხშირად, ალერგიას აძლიერებენ ორგანიზმში არსებული ტოქსინები. ღვიძლი ორგანიზმში ანთების შესანიშნავი შუამავალია და როდესაც სტრესის, მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ფონზე ზეგანაკვეთურად მუშაობს, შესაძლოა ალერგია უბრალოდ გამწვავდეს. აირჩიეთ სხეულის დეტოქსიკაცია და რაციონიდან ამოიღეთ შემწვარი საკვების, შაქარი, ალკოჰოლი და სხვა ტოქსინები. სცადეთ ღვიძლის დამხმარე საკვები და მწვანილი, როგორიცაა ეკალა, კურკუმა, არტიშოკი, ციტრუსი და თხილი.
5. მიიღეთ პრობიოტიკები
ალერგია არის იმუნური სისტემის დისბალანსის შედეგი, რაც იწვევს ორგანიზმის ზედმეტად ძლიერ რეაქციას სტიმულებზე. ბევრი კვლევა აკავშირებს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების არსებობას და ალერგიის სიხშირეს. პრობიოტიკებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნივთიერებების გამომუშავებას, შეაფერხონ პათოგენების ზრდა და გააძლიერონ იმუნური სისტემა.
6. დაამატეთ ეთერზეთები
ეთერზეთების დამატება აბაზანაში, ჩაის ფინჯანში, მასაჟის ზეთში ან ზეთის დიფუზორში შეიძლება დაგეხმაროთ ალერგიის სიმპტომების შემცირებაში. მიიჩნევა, რომ პიტნის, რეჰანის, ევკალიპტის და ჩაის ხის ზეთები ებრძვიან ანთებით პროცესებს და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
7. რეგულარულად დაალაგეთ სახლი
სახლის რეგულარულ დასუფთავებას შეუძლია გააქროს ალერგიის გამომწვევი მრავალი მიზეზი და დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებაში. ხშირად გაწმინდეთ ან შეცვალეთ ჰაერის ფილტრები თქვენს სახლში. ასევე, გაასუფთავეთ წიგნების თაროები, ხვრელები და სხვა ადგილები, სადაც მტვრის შეგროვება შესაძლებელია. გამოიყენეთ მტვერსასრუტი ხალიჩებისთვის და გამოცვალეთ თეთრეული კვირაში რამდენჯერმე.
თემები: ჯანმრთელობა, გაზაფხული, ალერგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია