LIFE

პრინც უილიამის მეგობრები ამბობენ, რომ მისი და პრინც ჰარის ურთიერთობის გამოსწორების შანსი „ძალიან მცირეა“

პრინც უილიამის მეგობრები ამბობენ, რომ მისი და პრინც ჰარის ურთიერთობის გამოსწორების შანსი „ძალიან მცირეა“

როგორც ჩანს, მალე ვერ ვიხილავთ პრინცების დიდ გაერთიანებას. უილიამის მეგობრები ამბობენ, რომ ის "გლოვობს" ამ ურთიერთობის გაფუჭებას, რადგან ძალიან "მცირე შანსია“, რომ ძმები უახლოეს მომავალში შერიგდებიან.


„[უილიამი] წუხს იმის გამო, რომ ძმა, ფაქტობრივად დაკარგა, მაგრამ, ამასთან ძალიან გაბრაზებულია მისი საქციელის გამო - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Daily Mail-ს. უილიამის მეგობრები, ასევე აღნიშნავენ, რომ პრინცების ურთიერთობა ჯერ კიდევ „ფსკერზეა“.

”[უილიამს] ნამდვილად უყვარს ჰარი და გრძნობს, რომ მან დაკარგა ერთადერთი ადამიანი, გარდა მისი ცოლისა, რომელიც კარგად იცნობდა სამეფო ოჯახის უცნაურ ცხოვრება. მაგრამ ის ფიქრობს, რომ არის რაღაცეები, რისი პატიებაც შეუძლებელია. და ჰარიმ ეს ზღვარი 100%-ით გადალახა."


ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრინცი ჰარი, ბებიის, დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილეს აღსანიშნავად, მშობლიურ სასახლეში დაბრუნდა. რადგანაც ძმებმა, ერთად არც ერთი ფოტო არ გადაიღეს და არც ღონისძიებებზე დასხდნენ ერთმანეთის გვერდით, გაჩნდა ვარაუდი, რომ ისინი ერთმანეთს ერიდებოდნენ.

"იტუაცია ჯერ კიდევ უხერხულია - უილიამი ჯერ კიდევ ერიდება ჰარისთან ერთად დროის გატარებას, რადგან არავინ იცის, მოგვიანებით რა ჭორი შეიძლება გავრცელდეს".