LIFE

იცით, რა არის ბუმერანგის ეფექტი სინამდვილეში?

იცით, რა არის ბუმერანგის ეფექტი სინამდვილეში?

ბუმერანგის ეფექტის განმსაზღვრელი მახასიათებელია ის, რომ ის ძალიან ჰგავს კარმას - რასაც გაუშვებ სამყაროში, გივეს მიიღებ. ზუსტად ასევე, ბუმერანგის პრინციპის მიხედვით - ყველაფერი ბრუნდება. მაგრამ, ბუმერანგის ეფექტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ ზედმეტი ძალისხმევამ, შესაძლოა მოულოდნელი რეაქცია გამოიწვიოს.

მოდით, გავაანალიზოთ ბუმერანგის ეფექტის რამდენიმე მაგალით:

წარმოიდგინეთ, რომ ნამდვილად გსურთ, ვინმე თქვენს აზრზე გადმოიყვანოთ. ამიტომ, ცდილობთ მათ დარწმუნებას. თქვენ შეუსვენებლივ აგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, მათი დათანხმების მცდელობას, საბოლოოდ კი საპირისპირო შედეგს იღებთ - ადამიანი ისე იღლება, რომ მათ დარწმუნება შეუძლებელი ხდება.

კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც ადრე დაძინებას ცდილობთ. ამ დროს, ისე ძლიერად აიძულებთ საკუთარ თავს, რომ დაიძინოთ, სტრესის გამო, მთელი ღამე ვერ ახერხებთ ჩაძინებას.

მოკლედ რომ ვთქვათ, სასურველი შედეგის მისაღწევად ზედმეტი ყურადღების, ძალისხმევისა და ენერგიის დახარჯვამ, შესაძლოა საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანოთ.

რატომ არსებობს ბუმერანგის ეფექტი?

ჩვენ გვასწავლიან, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს.  ბუმერანგის ეფექტის არსებობა არ გულისხმობს, რომ უნდა მოვდუნდეთ, მაგრამ მთელი ენერგიის ერთი მიმართულებით გაშვებას, რამდენიმე უარყოფითი მხარე აქვს.
 
  • პირველ რიგში, ამან შეიძლება შეზღუდოს ჩვენი პერსპექტივა. დროთა განმავლობაში, ჩვენთვის რთულდება სხვა შესაძლებლობებისა და ალტერნატივების დანახვა. ჩვენ იმდენად ვართ ორიენტირებულნი მიზანზე, რომ ვკარგავთ კონტექსტს, რაც ხელს გვშლის მოვერგოთ მიმდინარე ცვილილებებს.
 
  • მეორეც, ზედმეტი ძალისხმევა ყოველთვის არ იწვევს უკეთეს შედეგს. შეიძლება, უბრალოდ საქმის უფრო ჭკვიანურად კეთებაა საჭირო და არა ბევრი მუშაობა.

  • მესამე, გაღებულ ძალისხმევასა და შედეგს შორის დამოკიდებულება კიდევ უფრო ნაკლებად ძლიერია, როდესაც სხვა ადამიანები არიან ჩართულნი. ადამიანები, როგორც წესი, უარყოფითად რეაგირებენ, როდესაც სხვისი მხირდან ზეწოლას გრძნობენ.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ბუმერანგის ეფექტის თავიდან ასაცილებლად?

პრობლემებს მოქნილად მიუდექით - განიხილეთ ალტერნატიული ვარიანტები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. თუმცა ამის შემდეგაც კი, მზად იყავით, რომ შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილება შეიცვალოს.

ნუ ცდილობთ ხალხის დაყოლიებას. შესთავაზეთ მათ თქვენი მოსაზრება, მაგრამ ნუ აიძულებთ, თქვენი რჩევის მიხედვით იმოქმედონ.

ბუმერანგის ეფექტის თავიდან აცილება შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა ისწავლოთ როგორ გაუშვათ ის, რაც აღარ ემსახურება თქვენს მიზანს და როგორ მიიღოთ ის, რაც ახლა ნამდვილად გამოგადგებათ.