10 თვისება, რომელიც იდეალურ მამაკაცს ახასიათებს - ასეთი ქმარი არასოდეს გიღალატებთ
- 09.02.2017
ვაღიარებთ თუ არა, გულის სიღრმეში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვიმსახურებთ ისეთ მამაკაცთან ურთიერთობას, რომელსაც ჯელტმენისთვის დამახასიათებელი თვისებები გააჩნია.
ალბათ, ყველას გვახსენდება ერთი მაგალითი მაინც, თუ როგორ გავაცილეთ კარისკენ მამაკაცი, რომელიც უპატივცემულობით გამოირჩეოდა. ბუნებრივია, ასე მოვიქცევით მსგავსი შემთხვევის განმეორებისას, რადგან არავის გვჭირდება ისეთ მამაკაცთან ურთიერთობა, რომლის გვერდით თავს ქალად ვერ ვგრძნობთ.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი ღირსეული ქმედებებით გამოირჩევა, მასთან ურთიერთობის შენარჩუნება ღირს, მეტიც, არასოდეს გაუშვათ იგი თქვენგან.
გთავაზობთ იმ თვისებათა და ქცევათა ჩამონათვალს, რომლებიც გვეხმარება მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმაში. თუ შემოთავაზებული ჩამონათვალიდან თქვენი პარტნიორის თვისებებს აღმოაჩენთ, ეცადეთ, არსად გაუშვათ იგი!
1. ყოველთვის ინტერესდება სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდი თუ არა
ასეთი მამაკაცები, შეხვედრის შემდეგ, აუცილებლად მოგვყვებიან სახლამდე. ფეხით გვაცილებენ ან მანქანით გვტოვებენ. მაშინ, როცა სახლამდე გაცილებას ვერ ახერხებენ, სახლში მისულებს აუცილებლად გვწერენ და ინტერესდებიან უსაფრთხოდ მივედით თუ არა.
2. ის ყოველთვის გისმენს
ჩვენი საუბრისას, თითქმის ყველა სიტყვას გულდასმით ისმენს. ისეთ მოსაზრებებზე, რომლებზეც გვეთანხმება აუცილებლად თავსაც გვიქნევს. ამ ტიპის მამაკაცი რადიკალურად განსხვავედება ისეთისგან, რომელსაც თავი მუდამ თავის სმარტფონში აქვს ჩარგული.
3. თავად იხდის სადილის ხარჯს
რა თქმა უნდა, ვალდებული არ არის, ყოველი სადილის ხარჯები მან გადაიხადოს, თუმცა, ყოველ ჯერზე გვთავაზობს ამის გაკეთებას.
4. თავის დაპირებას ყოველთვის ასრულებს
თუ იგი ამბობს, რომ დაგვირეკავს, აუცილებლად დარეკავს. ნებისმიერ საკითხზე, თუ მან სიტყვა მოგვცა, ამ სიტყვას არასოდეს გადააბიჯებს და აუცილებლად შეასრულებს. ამ თვისების მქონე მამაკაცები უმნიშვნელო ტყუილებსაც კი არ ამბობენ.
5. გეუბნება, რომ უყვარხარ
თუ ისინი გრძნობენ, რომ ვუყვარვართ, აუცილებლად გვეუბნებიან ამის შესახებ. ისინი ვერასოდეს იკავებენ თავს ჩვენს დანახვაზე და მუდამ სითბოთი გვავსებენ.
6. არასოდეს მოგმართავს უხეშად
რაც არ უნდა იდიოტივით ვიქცეოდეთ, არასოდეს მოგვცემს უხეშ შენიშვნას. არც იდიოტს გვიწოდებს და არც სხვა მსგავსი ეპითეტით შეგვამკობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში პატივი სცეს საყვარელ ქალს.
7. სურს შენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ახლოს გაცნობა
მას ყოველთვის აინტერესებს როგორი ადამიანები არიან ჩვენ ირგვლივ. გარდა ამისა, სურს, ჩვენს ახლობლებთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს, რათა უფრო დაგვიახლოვდეს.
8. გულრწფელი კომპლიმენტებით გამოირჩევა
როცა კომპლიმენტს ჩვენს ჩაცმულობაზე გვეუბნება, ეს ნიშნავს, რომ მართლა კარგად გამოვიყურებით. იგი არასოდეს იტყუება!
9. არასოდეს საუბრობს სექსუალური ცხოვრების შესახებ მეგობრებთან
ძალიან ბევრ მამაკაცს, საკუთარი სექსუალური ცხოვრების შესახებ საუბარი მეგობრების წრეში უყვარს. თუმცა, ისეთი მამაკაცისთვის, რომელსაც ყველა ზევით ჩამოთვლილი თვისება გააჩნია, სექსუალური ცხოვრება პირადი და ინტიმური საკითხია, რომელზეც არასოდეს საუბრობს. ის ინფორმაცია თუ რამდენად მოვწონვართ საწოლში, რამდენად სექსუალურები ვართ, როგორი მკერდი გვაქვს, მხოლოდ მასთან რჩება.
10. არასოდეს აგვიანებს შეხვედრაზე
თუ შეხვედრა საღამოს 8 საათზე დაგვინიშნა, მაშინ იმაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ დროს არცერთი წუთით არ გადააცილებს. ასეთ მამაკაცს არ სჩვევია ალოდინოს საყვარელი ქალი!
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, სექსუალური ქალი, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი, ქალები, რჩევები
allwomenstalk.com