LIFE

არ მისცეთ მამაკაცს უფლება ითამაშოს თქვენს გრძნობებზე

არ მისცეთ მამაკაცს უფლება ითამაშოს თქვენს გრძნობებზე

არცერთ სქესს არ აქვს უფლება, ადამიანის გრძნობებზე ითამაშოს. ერთი მხრივ, წარმოდგენაც რთულია იმისა, რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი. თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანები ერთმანეთს გულს არც ისე იშვიათად ტკენენ! 

ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ფუჭ და არარსებულ გრზნობებზე ვიტიროთ, დეპრესიაში ჩავეშვათ, ყველა შესაძლო შანსი ხელიდან გავუშვათ და ამასთან, თვითსეფასება შევირყიოთ. შესაბამისად, სასურველია, ყოველთვის ამოვიცნოთ რასთან გვაქვს საქმე და არავის მივცეთ უფლება ჩვენს გრძნობებზე ითამაშოს!

გთავაზობთ იმ თვისებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მაშინ ავლენენ მამაკაცები, როცა ჩვენს გრძნობებზე თამაში სურთ და გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც კიდევ ერთ იმედგაცრუებას აგარიდებთ თავიდან:

1. ქცევები ლაპარაკზე მნიშნველოვანია

არ მისცეთ მამაკაცს უფლება ითამაშოს თქვენს გრძნობებზე

მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ძალიან მარტივია და არც არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს. ზუსტად ამიტომ, ავღნიშნავთ ხოლმე, რომ ქცევები სიტყვებზე მნიშვნელოვანი და მეტყველია. მამაკაცს შეუძლია, დღედაღამ ისაუბროს იმაზე, თუ რამდენად მნიშნველოვანი ხართ მისთვის, მაგრამ თუ მისი ქცევები მის ლაპარაკს არ შეესაბამება? როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ? იცოდეთ, თუ კაცის სიტყვას ადეკვატური მოქმედებები არ მოსდევს თან, ის არასერიოზულადაა განწყობილი და არ ღირს მასზე დროის ხარჯვა.

2. გაფილტრეთ ის კაცები, რომლებსაც ღირსების შეგრძნება არ აქვთ

არ მისცეთ მამაკაცს უფლება ითამაშოს თქვენს გრძნობებზე

ქალები ყოველთვის ვამბობთ: "თუ ჩვენი თავი არ გვიყვარს სხვასაც ვერ შევიყვარებთ". ზუსტად იმავე ვრცელდება კაცებზეც. კაცი, რომელსაც თავისი თავი არ უყვარს და ვერ აფასებს მას, როგორ შეგიყვარებთ და დაგაფასებთ თქვენ?

3. მოერიდეთ კაცებს, რომლებსაც უმოკლეს დროში უჩნდებათ გრძნობები

არ მისცეთ მამაკაცს უფლება ითამაშოს თქვენს გრძნობებზე

მოთამაშეები თავის მოკატუნებაში ძალიან მაგრები არიან და ხშირად იმასაც გეუბნებიან, რომ თქვენ მიმართ დიდი გრძნობები გააჩნიათ. თუ ვერბალურად გამოხატავენ, რომ უყვარყართ და თან კარგად არ გიცნობენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ხდება.

4. ყურადღება მიაქციეთ დაპირებებს

არ მისცეთ მამაკაცს უფლება ითამაშოს თქვენს გრძნობებზე

ისეთი დაპირებები, როგორიცაა: “გულს არასოდეს გატკენ”, “სულ შენთან ვიქნები”, “არასოდეს შეგეწინააღმდეგები” და ა.შ. არის უბრალოდ სიტყვები, რომლებიც მხოლოდ მგრძნობიარე ქალებზე მოქმედებს. დაიმახსოვრეთ, კაცი, რომელიც რეალურად აპირებს რაიმეს გაკეთებას, რომელსაც რეალური სამომავლო გეგმები აქვს, დაპირებებს არ იყენებს და მომენტალურად ქმედებაზე გადადის!

5. შექმენით სია სავარაუდო მოთამაშე მამაკაცებისა

არ მისცეთ მამაკაცს უფლება ითამაშოს თქვენს გრძნობებზე

რატომ? იმიტომ, რომ იცოდეთ რისთვის დაგირეკავთ ან მოგწერთ. სავარაუდოდ, ის მხოლოდ ღამის საათებში ან უიქენდებზე მოგწერთ ხოლმე, როცა დროის გაყვანა მოუნდება. გამოცდილება აჩვენებს, რომ გრძნობებზე მოთამაშე მამაკაცები სწორედ ასე იქცევიან!



allwomenstalk.com