ჯანმრთელობა

აზიური მედიცინის მიხედვით, ბრაზი ნეგატიურ გავლენას ახდენს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებაზე

აზიური მედიცინის მიხედვით, ბრაზი ნეგატიურ გავლენას ახდენს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებაზე

ჩვენ ვიცით, რომ სტრესს ცუდი ზეგავლენა აქვს ჩვენს სხეულზე, მაგრამ ბევრი რამ არაა ცნობილი ემოციებსა და ორგანოებს შორის არსებული კავშირის შესახებ.

მაგალითად, ტრადიციული ჩინური და ბერძნული მედიცინა ემოციებს დაავადების გამომწვევ ძირითად ფაქტორად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ემოციები მუდმივად იცვლება, ისინი მაინც ტოვებებენ ფიზიკურ ეფექტებს და აზიანებენ ჩვენს შინაგან ორგანოებს.
  1. ბედნიერება: გული

ბედნიერებასთან დაკავშირებული დაავადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. პრობლემა გამოწვეულია არა თავად ემოციით, არამედ იმ დისბალანსით, რაც ბედნიერებას ახლავს თან. ჩინური მედიცინა მიიჩნევს, რომ ბედნიერება ღრმად არის დაკავშირებული გულთან. ბედნიერებით აღტკინებულ ადამიანებს, სავარაუდოდ,  უძილობა, შფოთი, გულის პალპიტაცია და ცხელება ემუქრებათ.
  1. ბრაზი: ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი

გაბრაზება დაკავშირებულია ისეთ შეგრძნებებთან, როგორებიცაა იმედგაცრუება, წყენა და გაღიზიანება. ისინი კი, თავის მხრივ, მოქმედებენ თქვენს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლზე. თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქავილი, ენერგიის ნაკლებობა, კანის პრობლემები და არტერიული წნევა - ეს გაბრაზების ფიზიკური სიმპტომებია.
  1. შფოთ: ფილტვები, მსხვილი ნაწლავი

შფოთი პირდაპირ გავლენას მოახდენს მსხვილი ნაწლავისა და ფილტვების მუშაობაზე. ისინი, ვინც შფოთვის პრობლემას უჩივიან, დიდი ალბათობით განიცდიან ისეთ ფიზიკურ პრობლემებს, როგორებიცაა: სუნთქვის უკმარისობა, კუნთების კრუნჩხვები, გულის პალპიტაცია, გონების დაბინდვა და უძილობა.
  1. შიში: თირკმელები 

შიში თირკმელების დისჰარმონიის და შესაბამისად, უნებლიე შარდვის მიზეზია. გარდა ამისა, მას უკავშირდება ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორებიცაა: ზურგის ტკივილი, თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული ანთება, საშარდე გზების ინფექცია და უძილობა.
  1. ფიქრიანობა: ელენთა

ფიქრი პირდაპირ კავშირშია ელენთის ფუნქციონირებასთან და გავლენას ახდენს თქვენს აზროვნების უნარზე. სწორედ ზედმეტი ფიქრიანობაა დაღლილობას, კონცენტრაციის უნარს დაქვეითების და ლეთარგიის გამომწვევი მიზეზი. ზედმეტი ფიქრი, ასევე ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და იწვევს ისეთ ფიზიკურ პრობლემებს, როგორებიცაა შებერილობა.