7 რჩევა - როგორ გავიკეთოთ ბუნებრივი მაკიაჟი რომ იდეალურად გამოვიყურებოდეთ
- 09.02.2017
საოცარი სისწრაფით იმკვიდრებს ტოპ ადგილს მაკიაჟის ის ტიპი, რომელიც სულაც არ გავს მაკიაჟს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს არის სადა, ნაივური და თითქმის შეუმჩნეველი მაკიაჟის სტილი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ბუნებრივ სილამაზეს.
თუ არ იცით როგორ გაიკეთოთ ასეთი მაკიაჟი, მაშინ მიჰყევით TREND.-ის რჩევებს და დატკბით საკუთარი ბუნებრივობით:
1. კანი ყოველთვის უპირველესია
სანამ მაკიაჟზე ფიქრს დაიწყებთ, უპირველესი პრიორიტეტი ყოველთვის კანი უნდა იყოს! კანის სწორმა მომზადებამ, შესაძლოა, თქვენი დამოკიდებულება და განწყობა მაკიაჟის მიმართ სრულად შეცვალოს. სახეზე არსებული პრობლემების დაფარვის ნაცვლად, უმჯობესია, თავდაპირველად ამ პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ! სწორად და ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქცია, რომლის გამოყენებითაც მაკიაჟს იკეთებთ, რადგან ბევრი ქიმიური ნივთიერების შემცველმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა, შესაძლოა, სახის კანზე არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავოს.
2. არ გამოგრჩეთ შრატები და დამატენიანებლები
კარგი ხარისხის შრატი და დამატენიანებელი საშუალებები კარგი ინვესტიციის ტოლფასია. თუ მთლიანად სჭირდება თქვენს კანს სიგლუვე ან მხოლოდ T ზონის პრობლემა გაწუხებთ, სააფთიაქო სივრცეშიც შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება საკმაოდ ხარისხიან პროდუქციაზე. და რაც მთავარია, არჩევანიც საკმაოდ დიდია.
გახსოვდეთ, რომ დატენიანებული კანის სტრუქტურა, ყოველთვის გაცილებით უკეთ ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში, მშრალ და აქერცლილ კანს ყოველთვის დატენიანებული კანი სჯობს. ასევე მასზე გაცილებით მოსახერხებელია მაკიაჟის გაკეთებაც!
3. დასაფარი საშუალებები
ტონალური ფუძის ნაცვლად, ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ მსუბუქი კორექტორები. ეს პატარა პროდუქცია, მთლიანად ცვლის თქვენი სახის კანის სტრუქტურას და ტონალური ფუძისგან ბევრად განსხვავებულ და უკეთეს შედეგსაც იძლევა.
4. წარბები
მაკიაჟის გაკეთებისას ნუ დაგავიწყდებათ წარბებზე ფანქრის გადასმა. ეს მას მოცულობას მატებს და ბევრად ბუნებრივ იერს სძენს!ფანქრის ფერი, მაქსიმალურად შეურჩიეთ თქვენი წარბის ბუნებრივ ფერს. თუ ამას ვერ შეძლებთ, მაშინ გახსოვდეთ, რომ მუქ ფერზე არჩევანის გაკეთებას, ყოველთვის ღია ფერზე შეჩერება სჯობს! ასე წარბები ნაკლებ დრამატულად გამოიყურება და მეტ ბუნებრივობას ინარჩუნებს!
5. წამწამები
აპრეხილი წამწამები ყოველთვის გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება. შეარჩიეთ მოცულობისა და სიგრძის გამაძლიერებელი თვალის ტუში და გამოიყენეთ იგი თქვენი ბუნებრივი მაკიაჟისთვის.
6. ვარდისფერი ლოყები
ბუნებრივ ჯანსაღ კანს ყოველთვის დაჰკრავს მოვარდისფრო ფერი ლოყების მიმდებარედ. შესაბამისად, ბუნებრივი მაკიაჟისთვის, აუცილებლად გამოიყენეთ ვარდიფერი ჩრდილი თქვენი ლოყებისთვის. იყავით ფრთხილად და შეარჩიეთ ბაცი ვარდისფერი. იმ შემთხვევაში თუ მკვეთრ ვარდისფერს გამოიყენებთ, შესაძლოა, ძალიან დრამატული და სააცილო შედეგი მიიღოთ.
7. ტუჩები
და ბოლოს, რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ტუჩის ბუნებრივობაც. ამისთვის, საუკეთესო არჩევანია, ტუჩის ბალზამი და ამასთან, ბევრად კომფორთულიც არის. თუ მაინცდამაინც შეფერილი ტუჩები გსურთ, შეიძინეთ ფერადი ტუჩის ბალზამი და გამოიყენეთ იგი!
თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, არ დაგავიწყდეთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და გამოცდილება!
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, კანი, მაკიაჟი, სილამაზე ყველა ასაკში, კოსმეტიკა, რჩევები, მაკიაჟის კეთება, ბუნებრივი, ბუნებრივი მაკიაჟი
allwomenstalk.com