SEX

თუ სექსუალური პრობლემები გაწუხებთ: 7 გზა, რომელიც სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

თუ სექსუალური პრობლემები გაწუხებთ: 7 გზა, რომელიც სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

ადამიანის სხეული გამუდმებით იცვლება. ფიზიკური გარდაქმნები, რომლებსაც თქვენი სხეული განიცდის, დიდ გავლენას ახდენს თქვენს სექსუალობაზე. ჰორმონალურმა თუ ჯანმრთელობის სხვა ცვლილებებმა, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სექსუალური პრობლემები, როგორიცაა ერექციული დისფუნქცია ან ვაგინალური ტკივილი.

სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება ახლა უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები და პროფესიონალი სექს-თერაპევტები არსებობს, მაგრამ მცირე სექსუალური საკითხები მოგვარება, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.

მაშ ასე, დავიწყოთ:  
 

  1. თვითგანათლება: დღეს უამრავი კარგი მასალაა ხელმისაწვდომი, რათა თქვენს პრობლემას ჩაუღრმავდეთ. დაათვალიერეთ ინტერნეტი და შეარჩიეთ წიგნები თუ სტატიები, რომლებიც თქვენ და თქვენს პარტნიორს დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ პრობლემას. თუ პირდაპირ საუბარი ძალიან რთულია, თქვენ და თქვენს პარტნიორს შეგიძლიათ მონიშნოთ ის მონაკვეთები, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონთ და ასე გაუზიაროთ ერთმანეთს.
 
  1. მიეცით დრო საკუთარ თავ: დაიმახსოვრეთ, თუ პირველივე ჯერზე თქვენი პრობლემა არ მოგვარდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასოდეს მოგვარდება. იყავით გულწრფელი; გაანალიზეთ, რომ ყველაფერი უცებ ვერ შეიცვლება და მიეცით  დრო საკუთარ თავს.
 
  1. გამოყენეთ ლუბრიკანტი, სცადეთ სხვადასხვა პოზიციები და შეიძინეთ სექს-სათამაშოები: მოკლედ რომ ვთქვათ, იყავით გახსნილი ყველანაირი სიახლისა თუ საჭიროების მიმართ. დაიმახსოვრეთ, სექსი, პირველ რიგში არის ორ ადამიანს შორის არსებული ყველაზე ახლო, ყველაზე გულწრფელი კავშირი.
 
  1. შეინარჩუნეთ ფიზიკური სიყვარული: მაშინაც კი, თუკი ძალიან დაღლილი ან მოწყენილი ხართ, საყვარელი ადამიანის კოცნა და ჩახუტება აუცილებელია ემოციური და ფიზიკური კავშირის შესანარჩუნებლად.
 
  1. ჩამოწერეთ თქვენი ფანტაზიები: ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ გაეცნოთ შესაძლო აქტივობებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ შესაძლოა გახდეს თქვენი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება.

სცადეთ იფიქროთ საკუთარ გამოცდილებებზე ან ფილმზე, რომელიც ყველაზე მძაფრი ემოციით ინახება თქვენს გონებაში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისი პრობლემაც დაბალი ლიბიდოა.
 
  1. შეეცადეთ დაისვენოთ: სექსის დაწყებამდე, გააკეთეთ რაიმე დამამშვიდებელი აქტივობა, როგორიცაა ფილმის ყურება, მუსიკის მოსმენა ან გასეირნება. შეგიძლიათ სცადოთ სარელაქსაციო ტექნიკები, როგორიცაა სუნთქვის ვარჯიშები და იოგა.
 
  1. არ დანებდე: თუ არცერთი თქვენი მცდელობა არ გამოდგება, არ დაკარგოთ იმედი. იყავით გულწრფელი და მიმართეთ სექს-თერაპევტს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ იმ პრობლემების იდენტიფიცირებაში, რომელთა გამოსწორებაც, თქვენს სექსუალურ ცხოვრება გააუმჯობესებს.