LIFE

3 რამ, რაც „უბერებელი“ ჯენიფერ ლოპესის შესახებ, აქამდე არ ვიცოდით

3 რამ, რაც „უბერებელი“ ჯენიფერ ლოპესის შესახებ, აქამდე არ ვიცოდით

ჯენიფერ ლოპესი, 90-იანებიდან მოყოლებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია. მასზე უკვე იმდენი რამ ვიცით, რომ თითქოს აღარაფერი დარჩა, რაც გაგვაკვირვებს. მაგრამ, ვცდებით:

 
  1. სანამ ცნობილი გახდებოდა, ჯანეტ ჯექსონის სარეზერვო მოცეკვავე იყო

ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჯანეტ ჯექსონი დაიღლებოდა, სცენაზე სწორედ ჯენიფერის დრო დგებოდა - ამ მცირე „შესვენებაზე“, მთავარ როლში, ის უნდა ყოფილიყო. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, ჯენიფერ ლოპესმა თავად თქვა უარი გასტროლებზე.

ჯექსონის თქმით, მას სურდა, რომ საკუთარი როლი ეთამაშა. სულ ესაა...“  
  1. ის არ იყო პირველი ადამიანი, ვინც საკულტო მწვანე კაბა მოირგო

ცხადია, ყველას გვახსოვს Versace-ის მწვანე ფერის კაბა, რომელიც ჯენიფერ ლოპესმა 2000 წელს, გრემის დაჯილდოებაზე მოირგო და რომელმაც გუგლის საძიებო სისტემა ააფეთქა.



მაგრამ იცოდით, რომ ჯენიფერი არ არის პირველი ცნობილი ადამიანი, ვინც ის მოირგო? გრემის დაჯილდოებამდე ერთი თვით ადრე, Spice Girl-ის წევრმა, გერი ჰალიველმა ეს კაბა სხვა მუსიკალური დაჯოლოებისთვის აირჩია და წითელ ხალიჩაზეც მასში გამოწყობილი გამოჩნდა.

მაგრამ, როგორც ამბობენ, კაბაში ყველაზე მნიშვნელოვანია ქალი, რომელსაც ის აცვია
 
  1. ის ერთადერთი ქალია, რომელსაც ერთდროულად აქვს N1 ფილმი და N1 ალბომი ამერიკაში.
ყველას, ვისაც აინტერესებს როგორ გახდა ჯენიფერ ლოპესი ქალი, რომელზეც ყველა საუბრობს, თანაც უკვე 20 წელზე მეტია, უნდა გაიხსენოს ფილმი, „ქორწილის ორგანიზატორი“.

2001 წელს, გამოსვლიდან 1 კვირის შემდეგ, ფილმმა (შესაბამისად, ჯენიფერ ლოპესმა), (მაყურებელთა გულებში) რეიტინგებში, პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ!