LIFE
დაიწყე დღესვე: გამოეთიშე რუტინულ ცხოვრებას 6 თვით, მიჰყევი ამ გეგმას და მიაღწიე წარმატებას
- 25.11.2022
#1 - გამოიმუშავე იმდენი ფული, რამდენიც შეგიძლია.
რატომაა ფული ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ის განსაზღვრავს:- პატივისცემას, რომელსაც იღებ
- მეგობრულ კავშირებს, რომლებსაც ქმნი
- შენს პოზიციას საზოგადოებაში
- შესაძლებლობებს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდები
#2 - მოერიდე ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და სხვა ყველაფერს, რასაც რეალობისგან თავის დასაღწევად მოიხმარ
საკუთარი თავისგან გაქცევა შესაძლებელია, მაგრამ დამალვა - არა. ამიტომ იყავი ფხიზელი, თვალებში ჩახედე საკუთარ თავს და იფიქრე იმაზე, რისი გამოსწორებაც შეგიძლია.შენ იმსახურებ გაიმარჯვო საკუთარ თავზე, შენ იმსახურებ, რომ დაინახო ის სიმართლე, რომელსაც მუდმივად გაურბიხარ.
#3 - გაატარე დრო ბუნებასა და მარტოობაში
შემოქმედებითი სულის გასაღვიძებლად, ბუნება და მარტოობა საუკეთესო გზაა. ისეირნე ან მშვიდად ჩამოჯექი, აიღე ბლოკნოტი და ჩამოწერე შენი აზრები. როდესაც გონებას რუტინული ცხოვრების საბურველს ჩამოაცლი, მხოლოდ მაშინ შეძლებ დაინახო პასუხები.დაიმახსოვრე, შენი ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შენვე შეგიძლია. უბრალოდ, ამ ეტაპზე, სწორ გზას ვერ ხედავ.
#4 - აირჩიე ჯანმრთელი სხეული
ამაზე ზედმეტი ფიქრი არ არის საჭირო. დაიწყე დღესვე და გააკეთე სტანდარტული აქტივობები: აზიდვები, ჩაჯდომები, ველოსიპედით გასეირნება და 10 000 ნაბიჯი ყოველდღიურად.შენი სხეულის წონა საკმარისია იმისათვის, რომ ფორმაში იყო.
#5 - შექმენი ძლიერი მეგობრული კავშირები
შენ არ გჭირდება ბევრი მეგობარი. უფრო მეტიც, არასოდეს ენდო ადამიანს, რომელსაც უამრავი მეგობარი ჰყავს.3-4 ადამიანი, რომლებთანაც ცხოვრებისეულ ფასეულობებს იზიარებ, სრულებით საკმარისია.