კეტრინ დენევისა და მარჩელო მასტროიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც ქორწინებით არ დასრულდა
- 29.09.2026
კეტრინ დენევი და მარჩელო მასტროიანი ევროპული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილად ითვლებოდნენ. მათი ურთიერთობა ვნებით, სიყვარულითა და რთული გადაწყვეტილებებით იყო სავსე. მათ საერთო ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა მსახიობმა იტალიელ კინოვარსკვლავზე დაქორწინებაზე ორჯერ უარი თქვა. რატომ ვერ შეძლეს მათ ერთად ცხოვრების გაგრძელება?
პირველი შეხვედრა, რომელიც სიყვარულით არ დაწყებულა
კეტრინ დენევი და მარჩელო მასტროიანი 1970 წელს, ნადინ ტრენტინიანის ფილმის გადაღებისას გაიცნეს ერთმანეთს. თავდაპირველად მათ ერთმანეთი არ მოეწონათ. მასტროიანის აზრით, დენევი მხოლოდ ლამაზი ქალი იყო, ფრანგ მსახიობს კი მასთან დაახლოების სურვილი არ ჰქონია.

თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა, მათთვის ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცა. მსახიობები რამდენიმე დღით ერთ ოთახში დატოვა, სადაც არც ტელევიზორი იყო, არც წიგნები და არც გარე სამყაროსთან კავშირის საშუალება. ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო - მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ შეიცვალა და მალე რომანი დაიწყეს.

მასტროიანი ცოლთან განქორწინებას ითხოვდა
იმ დროისთვის მარჩელო მასტროიანი იტალიელ ფლორა კარაბელაზე იყო დაქორწინებული და ქალიშვილი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს რთული ურთიერთობა ჰქონდა, ისინი განქორწინებას არ ჩქარობდნენ.
დენევთან შეხვედრის შემდეგ მსახიობმა ცოლს განქორწინება სთხოვა. მასტროიანი იმდენად იყო შეყვარებული, რომ მზად იყო, ოჯახი დაეტოვებინა. საბოლოოდ, ფლორა იძულებული გახდა, ქმრის გადაწყვეტილებას შეგუებოდა.

მარჩელო პარიზში, დენევთან გაემგზავრა. ისინი ერთად ატარებდნენ დროს, დადიოდნენ რომანტიკულ ვახშმებზე და გრძნობებს აღარ მალავდნენ. მასტროიანიმ საყვარელ ქალს ნიცაში სახლიც აჩუქა, თუმცა მათი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა.
ორი უარი ქორწინებაზე
მარჩელო მასტროიანიმ კეტრინ დენევს ხელი სთხოვა, თუმცა მსახიობმა უარი უთხრა. მოგვიანებით ისინი კვლავ შერიგდნენ და 1972 წელს ქალიშვილი, კიარა შეეძინათ.
მასტროიანის იმედი ჰქონდა, რომ საერთო შვილის დაბადება დენევის გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თუმცა მსახიობი კვლავ უარზე იყო. მიზეზი მხოლოდ ქორწინების სურვილის არქონა არ ყოფილა.

დენევმა შემთხვევით მოისმინა მარჩელოს საუბარი მეუღლესთან, რომლის დროსაც ფლორა მას ქალიშვილთან ურთიერთობის შეწყვეტით ემუქრებოდა. ამ შემთხვევამ მსახიობს კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ მათი ურთიერთობა სხვა ადამიანებისთვისაც მტკივნეული იყო.
კეტრინს მსგავსი გამოცდილება ადრეც ჰქონდა. 1963 წელს მას რეჟისორ როჟე ვადიმისგან ვაჟი შეეძინა. ვადიმმა მას ცოლობა სთხოვა და დენევი დათანხმდა, თუმცა ქორწინება ვერ შედგა.

ყოფილმა ცოლმა რეჟისორს ქალიშვილთან ურთიერთობის შეწყვეტით დაემუქრა. დენევმა გადაწყვიტა, ურთიერთობა დაესრულებინა, რადგან არ სურდა, სხვისი ტკივილის მიზეზი გამხდარიყო.
რატომ დაშორდნენ ერთმანეთს?
კეტრინ დენევი მიიჩნევდა, რომ ურთიერთობა, რომელიც სხვა ადამიანების ცხოვრებაზეც ახდენდა გავლენას, ხშირად ტკივილსა და დანაკარგს იწვევდა. მას არ სურდა, მათი სიყვარულის გამო ვინმეს დაზარალება.
დროთა განმავლობაში დენევსა და მასტროიანის შორის უთანხმოება გახშირდა. საბოლოოდ, როდესაც მათ ქალიშვილს ერთი წელი შეუსრულდა, მსახიობმა ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა.

მიუხედავად დაშორებისა, მათ განსაკუთრებული კავშირი ბოლომდე შენარჩუნეს. 1996 წელს, როდესაც მარჩელო მასტროიანი გარდაიცვალა, მის გვერდით კეტრინ დენევი და მათი ქალიშვილი კიარა იმყოფებოდნენ.

მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც ქორწინებით არ დასრულდა, წლების შემდეგაც ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ამბად დარჩა ევროპული კინოს ისტორიაში.
თემები: მსახიობები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია