სტილი

პრინცესა დიანას საყვარელი სამკაული, 2023 წლის მთავარი ტრენდი იქნება

პრინცესა დიანას საყვარელი სამკაული, 2023 წლის მთავარი ტრენდი იქნება

პრინცესა დიანა და მარგალიტის საყურეები


პრინცესა დიანა ყოველ ჯერზე აოცებდა სამყაროს, როდესაც მარგალიტის საყურეს ირჩევდა. ოქროს რკალში ჩასმული ძვირფასი მარგალიტი, თუ ბრილიანტებით გაწყობილი საყურეები, მისი საკულტო კოლექციის განუყოფელი ნაწილი იყო.
ის რეგულარულად ირჩევდა ამ ტრადიციულ აქსესუარს, რომელიც დღესაც იპყრობს ყველას თვალსა და გულს.



სულ ცოტა ხნის წინ, სერიალგვირგვინისმეხუთე სეზონი გამოვიდა. Stylight Insight-ის უახლესი კვლევის თანახმად კი, ტერმინიმარგალიტის საყურე“, 81%-ით უფრო ხშირად იძებნება ინტერნეტში.

ეს ნიშნავს, რომ 2023 წლის მთავარი ტრენდი უკვე ცნობილია.

როგორ მოვირგოთ მარგალიტის საყურე, ვერსია 2.0?

ლონდონის, მილანისა და პარიზის ქუჩებში, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის კვირეულის დროს, პირველი მარგალიტები დაფიქსირდა. თუმცა ამჯერად, ეს ტრენდი იმით გახდა ხმამაღალი, რომ მოდის მოყვარულები, მას ყოველდღიურ სამოსს უხამებდნენ.



დიახ, 2023 წელს, თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველდღიური, თანამედროვე ლუქი და მას სრულიად კლასიკური, ტრადიციული აქსესუარი შეუხამოთ.  სწორედ ეს სტილია ტრენდული.