სექსის შემდეგ, ფიზიკურად და ემოციურად დაკავშირება - ჩახუტება, ერთად დაძინება ან გულწრფელი საუბარი.
შეგრძნება იმისა, რომ მის გვერდით, შენ ემოციურად დაცული ხარ. ნდობა, რომ ის შენს ემოციებს გაუფრთხილდება.
სექსზე ღიად საუბარი და განხილვა იმისა, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რა სურვილები და ახალი იდეები გაქვთ.
ფიზიკური შეხება, მოფერება, ჩახუტება და სიყვარულის ყველაზე მარტივი ფორმით გაზიარება.
საერთო სამომავლო გეგმების, სურვილებისა და ოცნებების განხილვა.
წარსული ტკივილის გაზიარება.
ერთმანეთის მიმართ, ისეთი კომპლიმენტების თქმა, რაც მხოლოდ ფიზიკურ მახასიათებლებს არ ეხება - საყვარელი ადამიანის ხასიათისა და ძლიერი მხარეების შექება.
ცოდნა, რომ ამ ადამიანის გვერდით, შეგიძლია „ნამდვილი მე“ იყო და განცდა, რომ ეს უსაფრთხოა.
დამღლელი დღის შემდეგ, დივანზე საათობით ჯდომა და არაფრის კეთება.
ჩხუბის დროსაც კი, ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთის ემოციების გაფრთხილება.
ტექსტური შეტყობინებები შინაარსით: „ახლა შენზე ვფიქრობ" და „შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ".
თქვენ რას დაამატებდით?
თემები: სექსი, სექსუალური მიზიდულობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია