LIFE
უაინონა რაიდერი 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგაც კი არ ქორწინდება - რატომ?
- 17.01.2023
უაინონა რაიდერის ხსენებაზე ყველას მისი საკულტო როლები ახსენდება. თუმცა, მსახიობი, კარიერის გარდა, კიდევ ერთი ფაქტორითაა სახელგანთქმული - ის ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ხვდებოდა. მაგალითად, დღემდე საუბრობენ მისი და ჯონი დეპის რომანზე, რომლის შემდეგაც, 30 წელი გავიდა, თუმცა წყვილი, კვლავ საკულტოდ რჩება.
უაინონა, ასევე, კიანუ რივზს ხვდებოდა. მართალია ეს ურთიერთობა მსახიობის წინა რომანივით საკულტო ვერ გამოდგა, თუმცა, საზოგადოებას დღემდე ახსოვს ეს მშვენიერი წყვილი.
და აქვე უნდა ვახსენოთ, ურთიერთობა მეტ დეიმონთან, რომელიც წინა ურთიერთობების მსგავსად, დაახლოებით 3 წელს გაგრძელდა.
მიუხედავად გახმაურებული რომანებისა, 2023 წელსაც კი, მსახიობი დაქორწინებული არ არის. თუკი წინა შემთხვევებში ყველაფერს „ხანმოკლე“ რომანებს დააბრალებთ, მაშინ გეტყვით, რომ უაინონა რაიდერი და დიზაინერი სკოტ მაკინლეი ჰანი, 10 წელზე მეტია ერთად არიან. მაშ, რაშია საქმე?
პასუხი მარტივია, უაინონა რაიდერისთვის ქორწინება არ არის პრიორიტეტი. 2016 წლის ინტერვიუში მსახიობი ამბობს:
„ქორწინება? არ ვიცი. მე მირჩევნია, რომ არასდროს დავქორწინდე, ვიდრე რამდენჯერმე გავქორწინდე. არა, განქორწინებაში ცუდი არაფერია, თუმცა ვფიქრობ, რომ მე მისი გადატანას ვერ შევძლებდი. თანაც, როდესაც შენს მშობლებს უკვე 45 წელია ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ, შენი სტანდარტები მართლაც მაღალია“.