მრავალფეროვანი და მიმზიდველი ურთიერთობებისთვის ყველას განსხვავებული კრიტერიუმები გვაქვს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავადვე ვადგენთ. ვიღაცისთვის გულწრფელობაა მთავარი, ვიღაცისთვის ერთგულება, მაგრამ, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ამაზე, ფაქტია, რომ კარგი და ჯანსაღი სექსი, ურთიერთობისთვის მთავარია. ამის მისაღწევად კი მხოლოდ თქვენი სექსუალური გამოცდილება არ კმარა. თუ ატყობთ, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრება კრახისკენ მიდის, ეს შეიძლება თქვენი კვების რაციონით იყოს განპირობებული.
ამიტომაც, TREND. გთავაზობთ 5 საკვებს, რომელიც დაგეხმარებათ ჩადგეთ ფორმაში და უკეთესი სექსით დაკავდეთ:
1. მარწყვი: ეს კენკრა ცნობილია, როგორც საუკეთესო საშუალება გულისა და სისხლძარღვების კარგი ფუნქციონირებისთვის. როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის სისხლის კარგი მიმოქცევა სექსისთვის აუცილებელია. თუ ცდით და მარწყვს შავ შოკოლადს დაუმატებთ, ამ ყველაფერს თქვენსა და თქვენი პარტნიორის რაციონში შეიტანთ, ამით გაიქტიურებთ ლიბიდოს. ეს კი კარგი სექსუალური ცხოვრებისთვის, ნამდვილად, წინ გადადგმული ნაბიჯია.
2. საზამთრო: როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, ეს ხილი შეიცავს არგინინსა და ამინო-მჟავებს, რაც კუნთებს მოდუნებაში ეხმარება. საზამთროს შეუძლია სისხლის მიმოქცევის სტიმულირება, რაც თქვენს აღგზნებას ხელს შეუწყობს.
3. ავოკადო: ის შეიცავს ცხიმებსა და E და B 6 ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ხშირად მოიხსენიება, როგორც "სექსის ვიტამინები". ამ ხილს აქვს ჯანოსნური უნარი გაზარდოს თქვენს ორგანიზმში ჟანგბადის რაოდენობა და სისხლის ნაკადის სწორ მიმოქცევას შეუწყოს ხელი.
4. ხორცი: წითელი ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც აძლიერებს სექსუალურ მოთხოვნილებებს. ის არა მხოლოდ ზრდის ტესტესტერონის რაოდენას თქვენს ორგანიზმში, არამედ აქვს უნარი, არ გააძლიეროს ისეთი ჰორმონი, როგორიც პროლაქტინია, რადგან ის ზიანს აყენებს თქვენს ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას.
5. ატამი: ეს ტკბილი და გემრიელი ხილი სავსეა C ვიტამინით. დამტკიცებულია, რომ ეს საკვები აძლიერებს ვნებებს და სექსის მოთხოვნილებას ქალებში. ვიტამინი C იდეალურია სისხლის ნაკადის სწორი ფუნქციონირებისთვისაც.
კარგი სექსი კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომ თუ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში პრობლემებს წააწყდებით, ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ თქვენ, არასაკმარისად ტემპერამენტიანი ხართ. პირველ რიგში, თქვენი კვების რაციონი შეამოწმეთ!
თემები: სექსი, ორგაზმი, ჯანსაღი კვება, მამაკაცები, სიყვარული და სექსი, ქალები, საკვები, ჭამა და სექსი, ჯანსაღი სექსი
allwomenstalk.com