ჯანმრთელობა

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

სტრესისგან თავის დაღწევა ყველა ჩვენგანის ოცნებაა. გაუთავებელი საქმეები, პასუხისმგებლობები, ოჯახი, შვილები და კიდევ უამრავი სხვა სტრესის გამომწვევი მიზეზი არსებობს. ის, რომ დრო ცოტაა, მოსასწრები კი ძალიან ბევრი, თითქმის ყველა ადამიანის საჩივარია. გარდა იმისა, რომ სტრესი ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია, შევძლოთ ყველაფრის გაკეთება, რისიც გვსურს, ასევე, იგი ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. 

მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ სტრესი გვაწუხებს და ამის პარალელურად,მის წინააღმდეგ იმ მეთოდების გამოყენება, რაც გვეხმარება მისგან თავის დაღწევაში. TREND. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ინდივიდუალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ და ებრძოლოთ ამ საუკუნის სენს - სტრესს: 

1. სანთლები 

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

შეარჩიეთ სურნელოვანი სანთლები და დაანთეთ ყოველ საღამოს. განსაკუთრებით კარგად ებრძვის სტრესს ლავანდას სურნელის მქონე სანთლები. 

2. კითხვა

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

სტრესისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება კარგი წიგნია. მიეცით თავს უფლება დაიკარგოთ მასში. ზოგჯერ ესკაპიზმი - რეალობისგან თავის დაღწევა, თუნდაც მცირე დოზით, საჭირო და აუცილებელია. 

3. მასაჟი 

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

არ არსებობს სტრესის დამარცხების უკეთესი თერაპია. ესტუმრეთ პროფესიონალს და ბოლომდე მოეშვით. 

4. ცხელი შხაპი

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

ცხელი შხაპი ან ცხელი აბაზანა, საუკეთესო გზაა, ყოველდღიურ სტრესთან გასამკლავებლად. მოიწყვე ქაფების ფესტივალი საკუთარ აბაზანაში, ჩართე კარგი მელოდია და განთავისუფლდი ნეგატივისგან!

5. აკეთე ყველაფერი რაც გიყვარს

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

ადამიანებს განსხვავებული ჰობი გვაქვს. ზოგიერთის განტვირთვის საშუალება სპორტია, ზოგისაც, უბრალოდ, ვარჯიში. ვიღაც სამზარეულოსა და კულინარიაში ცდილობს განტვირთვას, ზოგიც, კლუბში ცეკვისას ან ბიბლიოთეკაში. გირჩევთ, გაზარდოთ იმ საქმეების სიმრავლე, რისი კეთებაც გსიამოვნებთ!

6. შინაური ცხოველი 

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

იყოლიე შინაური ცხოველი. ისინი საუკეთესო ანტისტრესული არსებები არიან და საუკეთესო, დადებითი ემოციების ბუნებრივი და ცოცხალი წყაროები. ხშირად ეთამაშე მათ!

7. მოუწყვე საკუთარ თავს გამოწვევები

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

გამოსცადე ის, რაც აქამდე არ გამოგიცდია! მოუწყვე საკუთარ თავს გამოწვევები და ორიენტირდი ახალ გამოცდილებებზე!

8. ოცნება

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

ყოველდღიურად, რეალობისგან თავის დაღწევა, ოცნებითაც შეიძლება. არაფერია იმაში უცნაური და ცუდი, რომ ყოველდღიურად, შენს ოცნებებს ჩაუღრმავდე!

9. წერა

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

წერა საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა! არ აქვს მნიშვნელობა როგორ წერ ან რას წერ. გააკეთე პატარ-პატარა ჩანაწერები ყოველდღიურად!

10. იცეკვე

როგორ გავუმკლავდეთ საუკუნის სენს - სტრესს

კვირაში ერთხელ, აუცილებლად ეწვიე ადგილობრივ ბარებსა და კლუბებს და იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს. ცეკვა საუკეთესოდ ანთავისუფლებს ადამიანებს უარყოფითი ემოციებისგან და აძლევს მათ საშუალებას მოდუნდნენ და დაისვენონ!



allwomenstalk.com