უკვე მთელს ქალაქში იგრძნობა პასკის მომაჯადოებელი სურნელი. ეს კი ნიშნავს, რომ დროა, ხაჭოს პასკის სამზადისი დაიწყოთ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს არომატულად შეეგებოთ. თუ აქამდე ფიქრობდით, რომ თქვენთვის ხაჭოს პასკის მომზადება რთულია, მაშინ იმედებს გაგიცრუებთ. ეს ის რეცეპტია, რომლის მომზადებაც ყველას შეუძლია.
გაითვალისწინეთ, რომ თუკი გსურთ, რომ ხაჭოს პასკა სააღდგომო სუფრას ამშვენებდეს, მაშინ, მისი მზადება პარასკევ დღეს უნდა დაიწყოთ!
ინგრედიენტები:
ბაზა:
- ხაჭო - 1 კგ.
- არაჟანი - 250 გრ.
- კარაქი - 200 გრ.
- შაქარი - 400 გრ.
- კვერცხის გული - 3 ც.
- ვანილის შაქარი - 5 ც.
გემოვნებისამებრ:
- ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა - 1 ც.
- კონიაკი - 2 სკ.
- ქიშმიში - 100 გ.
- ნუში, ნიგოზი ან კაკალი - 100 გ.
- გამომშრალი ხილი - 200 გ.
- ...
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ხაჭოს ვსრისავთ მეტალის საცერში ან ხელით ვამუშავებთ - ზუსტად ისევე, როგორც ცომს.
- შემდეგ, ცალკე ვთქვიფავთ კვერცხსა და შაქარს. მომზადებულ მასას კი შევათქვიფავთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს. შემდეგ კი, ნელ-ნელა ვუმატებთ ხაჭოს და არაჟანს.
- სულ ბოლოს ვუმატებთ ვანილს და თქვენი გემოვნებით შერჩეულ პროდუქტებს - ცედრას, ქიშმიშს, წვრილად დაჭრილ ნიგოზს და გამომშრალ ხილს.
ახლა, როდესაც ხაჭოს პასკის მასა უკვე მზადაა, დროა, მზადების ბოლო ეტაპზე გადავიდეთ.
- ფორმა ჩავდგათ რაიმე თასში და ჩავაფინოთ რამდენიმე ფენა ნამიანი მარლა და შემდეგ ჩავასხათ ხაჭოს მასა. მარლას გადმოვწიოთ გვერდებიდან და მოვუკრათ თავი.
- გაითვალისწინეთ, რომ მასა ოდნავ მეტი უნდა იყოს, რადგან თავის მოკვრისას სითხე ქვემოთ ჩადის და პასკის მოცულობა მცირდება.
- ზემოდან დავადოთ ბრტყელი ქვა ან რაიმე სიმძიმე, რათა სითხე გაუვიდეს.
- შევდგათ ხაჭოს პასკა მაცივარში და 2 დღის განმავლობაში დაველოდოთ დაწურვას.
- ვაკონტროლოთ თასი და დროდადრო გამოწურული სითხე გადავღვაროთ.
- როდესაც ხაჭოს პასკა მზად იქნება, მოხსენით მარლა, გადმოიღეთ სასურველ თეფშზე და მორთეთ გემოვნებისამებრ!
გემრიელად მიირთვით!
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია