LIFE

3 ფილმი რომლის ნახვაც უცრემლოდ არ ჩაივლის

3 ფილმი რომლის ნახვაც უცრემლოდ არ ჩაივლის

ზოგჯერ, არაფერი სჯობს იმ შეგრძნებას, უბრალოდ დაჯდე, კარგი ფილმი ჩართო და გულიანად იტირო. ფილმები გვეხმარება ჩვენში დაგროვილი ემოცია გარეთ გამოვუშვათ და მნიშვნელოვან საკითხებზე დავფიქრდეთ. რამდენიმე საათი სხვისი ცხოვრების გზით ვიაროთ, ვიცხოვროთ პერსონაჟბის ცხოვრებით და მათთან ერთად მივაღწიოთ ბედნიერ დასასრულამდე ან პირიქით. 

TREND. გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომელთა ნახვის პროცესი, გარწმუნებთ უცრემლოდ არ ჩაივლის:

1. შინდლერის სია

3 ფილმი რომლის ნახვაც უცრემლოდ არ ჩაივლის

ეს ფილმი იმ ფილმების სიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, "რომლებიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ". შინდლერის სია კლასიკად არის აღიარებული და მოგივთხრობს ჰოლოკასტის დროს ებრაელების გადარჩენის შესახებ. ამ ფილმს განსაკუთრებულს ისიც ხდის, რომ ეს საკმაოდ მძიმე ამბავი, რეალური ისტორიაა. თუ აქამდე არ გინახავთ ეს ფილმი, აუცილებლად ნახეთ!

2. კუზიანი მთა

3 ფილმი რომლის ნახვაც უცრემლოდ არ ჩაივლის

ფილმი ჰომოსექსუალი მამაკაცების სიყვარულზე გვიყვება. რომ არა ჰიტ ლეჯერისა და ჯეინ ჯილენჰალის გენიალური შესრულება, ალბათ, ვერც ეს ფილმი იქცეოდა ერთ-ერთ საუკეთესო კინემატოგრაფიის შედევრად. ეს არის ფილმი, რომელიც გავსებს იმ დაუვიწყარი ემოციით, რისი უნარიც სხვა ფილმებს იშვიათად შესწევთ. 

3. მოსამსახურე ქალი 

3 ფილმი რომლის ნახვაც უცრემლოდ არ ჩაივლის

ფილმის სიუჟტი 1960 წლის სამხრეთ ამერიკაში ვითარდება. ახალგაზრდა მწერალი იმ პერიოდის ძალიან აქტუალურ სამოქალაქო უფლებებზე, კერძოდ, შვკანიანთა უფლებებზე, წიგნის წერას იწყებს. ფილმი ძალიან კარგად ასახავს იმ პერიოდის ქალთა ცხოვრებას, მათ დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხის მიმართ. რაც მთავარია, ფილმი ძალიან ემოციურია და უცრემლოდ, ნამდვილად არ ჩაივლის! 



allwomenstalk.com