LIFE

56 წლის ვინსენტ კასელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია: ის 26 წლის მეუღლეს შორდება

56 წლის ვინსენტ კასელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია: ის 26 წლის მეუღლეს შორდება

ვინსენტ კასელის და ტინა კუნაკის გახმაურებული ქორწინება 2018 წელს შედგაბრაზილიელი მოდელი 21 წლის იყო, ფრანგი მსახიობი კი, 52 წლის. სულ მალე, წყვილს გოგონა შეეძინა, სახელად ამაზონი. ეს სასიყვარულო ისტორია კარგად მიდიოდა, იმასაც ამბობდნენ, რომ ტინა კუნაკი ფრანგი გულთამპყრობელის უკანასკნელი სიყვარულიც კი იყო. თუმცა, ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოებაში წყვილი ერთად აღარ ჩნდება. ტინა კუნაკი კვლავ აქტიურია სოციალურ ქსელებში, თუმცა ფოტოებზე ვინსენტ კასელის კომენტარს ვერ შეხვდებით. უფრო მეტიც, ვინსენტ კასელმა ინსტაგრამიდან მომხიბლავი მეუღლის ყველა ფოტო წაშალა.



დამატებით, ვინსენტმა ცოლს დაბადების დღეც კი არ მიულოცა.  სოციალურ მედიაში მათი ბოლო კომუნიკაცია კი, 17 თებერვალს შედგა. ეს ამბავი განსაკუთრებული იმითაა, რომ წყვილი სოციალურ მედიაში აქტიურობდა - აზიარებდნენ საერთო ფოტოებს და ერთმანეთს კომენტარებსაც უწერდნენ. ეს ამბავი იმდენად შესამჩნევი გახდა მათი მიმდევრებისთვის, რომ ინსტაგრამზე ტინას ხშირად ეკითხებიან: სად არის შენი ქმარი?"

მიუხედავად იმისა, რომ ვინსენტისა და ტინას ოფიციალური წარმომადგენლები მედიას არ პასუხობენ, DailyMail.com ირწმუნება, რომ ანონიმურმა წყარომ წყვილის დაშორება დაადასტურა: ისინი რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ. ინა გულგატეხილია.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ვინსენტ კასელისა და ევა გრინის ერთობლივი ფოტოები. მსოფლიო გამოცემები კი ცდილობენ დაადგინონ, რა ხდება 56 წლის ფრანგული კინოს ლეგენდის თავს - ნუთუ ის კვლავ შეყვარებულია?

თუმცა, ფაქტი ერთია, ტინა კუნაკისა და ვინსენტ კასელის გახმაურებული ქორწინება დასრულებულია.