LIFE

პატარა რაღაცებზე ბრაზდები? - გაიგე, თუ როგორ მართო ბრაზი

პატარა რაღაცებზე ბრაზდები? - გაიგე, თუ როგორ მართო ბრაზი

გაბრაზებულხარ ახალგაღვიძებულზე, როცა შენიშნე რომ სავახშმოდ გამზადებული დესერტი არ დაგხვდა მაცივარში? ან როცა ახალჩაძინებულზე, ოჯახის წევრი გაღვიძებს რაღაც თხოვნით? როცა უეცრად ღვივდება ჩვენში ბრაზი, რთულია, თავი შეკავება. ხშირად ვამჯობინებთ, რომ ამ ნეგატიურ ემოციას მივცეთ უფლება მართოს ჩვენი სხეული. თუმცა, როგორ გრძნობ თავს სცენის დადგმის შემდეგ?

ბრაზი ბუნებრივი ადამიანური ემოციაა, რომელიც გვაიძულებს ვიბრძოლოთ საკუთარი თავისა თუ სხვებისთვის, რაც ერთის მხრივ, რომანტიკულადაც კი ჟღერს.

თუმცა, აუცილებელია, ვისწავლოთ, თუ როგორ ვმართოთ ეს ძლიერი ემოცია. სხვა შემთხვევაში, ბრაზს შეუძლია, სრულიად მოიცვას ადამიანი და დააკარგვინოს მას პირვანდელი სახე. თუ ამჩნევ, რომ წვრილმანებზეც კი მძიმედ რეაგირებ, გააგრძელე კითხვა!
  • როცა იგრძნობ, რომ აგრესია გაღვივებას იწყებს, შეჩერდი და დათვალე ათამდე ნელი ტემპით.
შეგიძლია, მსუბუქ გაწელვებსაც მიმართო - ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ მოდუნდე და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო. გარდა ამისა, მოდუნებისათვის საუკეთესო გზაა სეირნობაც, რადგან ბუნებასთან სიახლოვე, ფიზიკურ მოძრაობასთან ერთად, კიდევ უფრო ამშვიდებს ადამიანის გონებას და პოზიტიური ენერგიებით აღავსებს მას.
  • თუ ბრაზს ქრონიკული სახე მიეცა, ვარჯიში დაგეხმარება ენერგიები უფრო სასარგებლოდ გადაანაწილო.
ფიზიკური აქტივობა ადამიანს სტრესისა და შფოთვის შემცირებაში, დეპრესიის დაძლევასა და განწყობის ამაღლებაში ეხმარება. გარდა ფიზიკური აქტივობისა, ბრაზის მოზღვავების დროს, განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება.

ჩვენ სოციალური არსებები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს ბევრი ფაქტორი, რომელიც ჩვენში უარყოფით ემოციებს აღძრავს და აგრესიის გამოხატვისკენ გვიბიძგებს. ეცადეთ გამოხატვის ფორმები ისე შეარჩიოთ, რომ სხვას და საკუთარ თავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი არ მიაყენოთ.