სილამაზე

10 ინგრედიენტი, რომელიც დაზიანებული კანის ბარიერის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

10 ინგრედიენტი, რომელიც დაზიანებული კანის ბარიერის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

თქვენი კანის უზენაესი ფენა, კანის ბარიერი, ტოქსინების, ბაქტერიის და ინფექციისგან იცავს კანს. დაბინძურებული გარემოს, უხეში პროდუქტების და ასევე წამლების შედეგად, ძალიან ხშირად ზიანდება ბარიერი. კანის ბარიერი ძალიან კონკრეტული ფენაა და მოვლა ესაჭიროება. როდესაც ზიანდება ან წლების განმავლობაში სუსტდება, კანი უფრო მიდრეკილი ხდება გამონაყრის, სიწითლის და ქავილისკენ.

 

კანის გარეგნობის გასაუმჯობესებლად და კანის დახმარების მიზნით, აუცილებელია, რომ გავაძლიეროთ ტენიანობის ბარიერი. ამისათვის კი, უნდა ამოვიყენოთ კანის პროდუქტებ, რომლებიც შეიცავენ ეფექტურ ინგრედიენტებს:

  1. ალოე ვერა

ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამქერცლავ ფერმენტებს, A და C ვიტამინს და ეწინააღმდეგება ანთებას. ალოე ძალიან სასარგებლოა ბევრ შემთხვევაში, როგორც გამონაყარი, მშრალი კანი და დამწვრობა.

  1. თხის რძე და რძის ცილა

ამ პროდუქტებს, ბუნებრივად, თქვენს კანთან ახლო pH-ს დონე აქვთ. ისინი დაგეხმარებიან ზედმეტი, დაზიანებული კანის უჯრედის მოშორებაში, რაც საშუალებას აძლევს კანს მიიღოს საჭირო ელემენტები და ვიტამინები.

  1. შიის კარაქი

ეს არის ნატურალური ცხიმი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ტენიანობას. მჟავები და ვიტამინები ამცირებენ ანთებას და არბილებენ კანს.

  1. L-არგინინი

ეს არის სხეულში ნატურალურად წარმოებული პირველადი ამინომჟავა, რომელიც აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, ეხმარება კოლაგენის გამრავლებაში და შესაბამისად, ზრდის კანის ელასტიკურობას.

  1. L-მადელის მჟავა

ეს არის ნუშისგან მიღებული მჟავა, რომელიც ნაზად აშორებს დაზიანებული კანის უჯრედებს, ამცირებს ანთებას და სიწითლეს.

  1. ღეროვანი უჯრედები

ღეროვან უჯრედებს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვთ და დაზიანებულ ქსოვილს, განახლებაში ეხმარებიან. ინარჩუნებენ ბუნებრივ ზეთებს, ზრდიან ანტიოქსიდანტურ აქტივობას და ეხმარებიან კოლაგენის წარმოებას. 

  1. ეპიდერმული ზრდის ფაქტორები

ის შედგება 53 ამინომჟავისა და EGF დამატენიანებელსგან - აუმჯობესებს კოლაგენის და ელასტინის წარმოებას. ეს ცილა ეხმარება ჭრილობების შეხორცებას და აუმჯობესებს სასარგებლო უჯრედულ ზრდას.

  1. რეტინალდეჰიდი

ის აუმჯობესებს უჯრედულ შეკრულობას აუმჯობესებს, აღმოფხვრის ბაქტერიებს და არ გააჩნია რეტინოლისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები: სიმშრალე და კანის ფრცქვნა.

  1. ჰიალურონის მჟავა

ის იდეალურად ატენიანებს კანს და ამცირებს მზისა თუ ბინძური გარემოს შედეგად მიყენებულ ზიანს. ეს მჟავა იზიდავს ტენიანობას გარემოდან და აცოცხლებს კანის ზედაპირს.

  1. თუთია და ტიტანის დიოქსიდი

ეს ბუნებრივი მინერალები, კანს მზის ზემოქმედებისგან იცავენ. თუთია კარგია კანის სამკურნალოდ, ამცირებს ნაოჭებს და ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვას. თუთია ნაცნობია როგორც, პირველადი დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტი.