დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი - ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
- 05.06.2023
ბუნებრივი საშუალებებით, მცენარეებითა და მინერალური წყლებით მკურნალობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მანამ, სანამ მედიკამენტები ლაბორატორიებში დამზადდებოდა, ხოლო ავადმყოფები კლინიკაში გადაინაცვლებდნენ, ფიტო-ბალნეოლოგიური თერაპია ადამიანების ერთადერთი იმედი იყო. ესაა ცოდნა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა და იხვეწებოდა.
ფიტო და ბალნეოლოგიური თერაპიები დღესაც ძალიან აქტუალურია - საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ხომ მკურნალობის შედეგიან მეთოდად იქცა. ესაა დარგი, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან დიდ პატივს სცემენ. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც ტრადიციული ხალხური თერაპია, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესთან გაერთიანდა.
დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი მრავალპროფილური კლინიკაა. ესაა ერთადერთი ადგილი, შესაძლებელია მცენარეულ ნაკრებთან ერთად კომპლექსურად ჩაიტაროთ ფიზიო და ბალნეო პროცედურები. თანაც, თითოეული მათგანი ინდივიდუალურად თქვენთვის, თქვენი ორგანიზმის თავისებურებებისა და საჭიროებების მიხედვით შეირჩევა.
აქ შესაძლებელია უმკურნალოთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, უროლოგიურ პრობლემებს, კარდიოლოგიურ პრობლემებს, გინეკოლოგიურ თუ ჰეპატოლოგიურ დაავადებებს. აღსანიშნავია, რომ ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრში შესაძლებელია პედიატრიული მომსახურების მიღებაც.
დავით ვაშაძე 30 წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ფიტოთერაპევტია. ფიტოთერაპიული მკურნალობისას, ცენტრში თითოეულ პაციენტის თანდასწრებით მზადდება ინდივიდუალური შერჩეული მცენარეული ნაკრები. გაცემული სამკურნალო მცენარეები არის მაღალი ხარისხის, სასიამოვნო ვიზუალითა და არომატით.
დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრში გელოდებათ:
- ფიზიოთერაპია იდეალურია თუ გაწუხებთ ძვალ სახსროვანი დაავადებები, ან გადიხართ პოსტტრამვულ და პოსტოპერაციულ პერიოდს;
- ჰიდროკოლონოთერაპია ანუ ნაწლავების ირიგაცია არის პროცედურა, დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ წლების განმავლობაში დაგროვილი შლაკებისგან და მოიპოვოთ სიმსუბუქე;
- თბილისის გოგირდის აბაზანები კი არის ჯადოსნური პროცედურა, რომელიც ძვალსახსროვანი და კანის დაავადებების შემთხვევაში, ერთდროულად მოქმედებს წყლის ტემპერატურით, ქიმიური შემადგენლობითა და ჰიდროსტატიკით.
- სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟები ყურძნის წიპწის ზეთითა და ზღვის მარილით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ფიტოთერაპიული მკურნალობისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია, რომ კონსულტაცია და კვლევები დარგის სპეციალისტებმა ჩაატარონ. სწორედ ამიტომ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკაში, თითქმის ყველა დარგის სპეციალისტს შეხვდებით.
ეს არის ადგილი, სადაც მთავარი დაპირება, ჯანმრთელობა და ბედნიერებაა.
თემები: