LIFE

იცით, რომელია ადამიანის პიროვნების 5 განზომილება?

იცით, რომელია ადამიანის პიროვნების 5 განზომილება?

თანამედროვე ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობს ადამიანის პიროვნების 5 ძირითადი განზომილება, რომელსაც პიროვნული თვისებების "დიდი ხუთეულს" უწოდებენ. ეს თვისებებია: ექსტრავერსია, დათანხმებადობა, გახსნილობა, კეთილსინდისიერება და ნევროტიზმი.


ექსტრავერსია არის კომუნიკაბელურობა, თანხმობა არის სიკეთე, გახსნილობა არის კრეატიულობა და ინტრიგა, კეთილსინდისიერება არის გააზრებულობა, ხოლო ნევროტიზმი ხშირად მოიცავს სევდას ან ემოციურ არასტაბილურობას.

იმის გაგება, თუ რა არის თითოეული პიროვნების მახასიათებელი და რას ნიშნავს ამ თვისებაში მაღალი ან დაბალი ქულების მინიჭება, გაგაცნობთ საკუთარ პიროვნებას, თანაც, ყოველგვარი პიროვნული თვისებების ტესტების გარეშე.

ეს, ასევე, დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ სხვა ადამიანები, იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი ჩამოთვლილი პიროვნების თითოეული მახასიათებლის კონტინუუმზე.

ახლა კი განვიხილოთ თითოეული:
  1. გახსნილობა

ღიაობა (ასევე მოიხსენიება, როგორც გამოცდილებისადმი გახსნილობა), ყველაზე მეტად უკავშირდება წარმოსახვასა და გამჭრიახობას. მათ აინტერესებთ სამყარო,  სხვა ადამიანები, სურთ ისწავლონ ახალი რამ და დატკბნენ ახალი გამოცდილებით.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი პიროვნული გახსნილობის თვისება, უფრო თავგადასავლების მოყვარულები და კრეატიულები არიან. და პირიქით, ის ადამიანები, ვისაც ეს პიროვნული თვისება დაბალ დონეზე აქვთ განვითარებული, ხშირად უფრო ტრადიციულები არიან და გამუდმებით ებრძვიან ახალ იდეებს.
  1. კეთილსინდისიერება

ეს პიროვნული მახასიათებელი განისაზღვრება მაღალი დონის აზროვნებით, იმპულსების კარგი კონტროლით და მიზანმიმართული ქცევებით. ისინი გეგმავენ წინასწარ, ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ აისახება მათი ქცევა სხვებზე და ადგენენ გონივრულ  ვადებს.
  1. ექსტრავერსია

ექსტრავერსია არის პიროვნული თვისება, რომელსაც ახასიათებს აგზნებადობა, კომუნიკაბელურობა, ლაპარაკი, თავდაჯერებულობა და ემოციური ექსპრესიულობის მაღალი დონე.

ექსტრავერსიის მაღალი დონის ადამიანები ენერგიას სოციალურ სიტუაციებში მოიოპოვებენ. სხვების გვერდით ყოფნა ეხმარებათ თავი ენერგიულად და შთაგონებულად იგრძნონ.

ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს პიროვნული თვისება განვითარებული, ანუ ინტროვერტები, უფრო თავშეკავებულნი არიან. მათ ნაკლები ენერგია აქვთ სოციალურ გარემოში დახარჯვისთვის. უფრო მეტიც, სოციალური მოვლენები შეიძლება მათთვის დამღლელი კი იყოს . ინტროვერტებს ხშირად ესაჭიროებათ განმარტოებისა და სიმშვიდის პერიოდი, რათაგადატვირთონ გონება“.
  1. დათანხმებადობა

დათანხმებადობა ნიშნავს ზოგად ზრუნვას სოციალურ ჰარმონიაზე. პიროვნების ეს თვისება მოიცავს ისეთ ატრიბუტებს, როგორიცაა ნდობა, ალტრუიზმი, სიკეთე, მოსიყვარულება და სხვა პროსოციალური ქცევები. ადამიანები, რომლებიც მაღალი დათანხმებადობისკენ არიან მიდრეკილნი, არიან უფრო კოოპერატიულები, ხოლო დაბალი ამ ნიშან-თვისების დაბალი მაჩვენებელი, მეტ კონკურენტუნარიანობაზე  და ზოგჯერ მანიპულაციურობაზეც კი მიუთითებს.
  1. ნევროტიზმი

ნევროტიზმი არის პიროვნული თვისება, რომელიც უკავშირდება სევდას, გუნება-განწყობასა და ემოციურ არასტაბილურობას.ნევროტიზმის მაღალი დონის მქონე პირებს აქვთ განწყობის ცვალებადობა, შფოთვა, გაღიზიანება და სევდა. ისინი უფრო არასტაბილურები და ემოციურად ლაბილურები არიან.