LIFE

რა არის „სიყვარულით დაბომბვა“ და როგორ ამოვიცნოთ მანიპულაციის ეს ხრიკი?

რა არის „სიყვარულით დაბომბვა“ და როგორ ამოვიცნოთ მანიპულაციის ეს ხრიკი?

რით განსხვავდება სიყვარულიდაბომბვა“ ჯანსაღი სასიყვარულო ურთიერთობისგან? ამის გასარკვევად საუკეთესო ვარიანტია იმის დადგენა, თუ რამდენად არღვევენ თქვენს პიროვნულ საზღვრებს.


თუ პარტნიორი ზედმეტად ძვირფასი საჩუქრებით განებივრებთ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავხართ, არ იშურებს კომპლიმენტებს, მაგრამ ბრაზდება, როცა დროს სხვებთან ატარებთ, მაშინ თქვენ შეიძლება განიცდიდეთ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას, რომელსაც „სიყვარულიდაბომბვა“ ეწოდება.

თავდაპირველად, შეიძლება თავი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნოთ, მაგრამ სიყვარულის ბომბდამშენის საბოლოო მიზანი მხოლოდ სიყვარული კი არა, სხვაზე კონტროლის მოპოვებაა“.

სასიყვარულო დაბომბვა არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც სამ ფაზაში ვლინდება:

  1. იდეალიზაციის ფაზა: ამ ფაზაში თქვენ პარტნიორი გბომბავთ გადაჭარბებული სიყვარულით, რათა დაგარწმუნოთ გრძნობებში.
  2. დევალვაციის ფაზა: მას შემდეგ, რაც თქვენ დანებდებით პარტნიორს, ის ეცდება თქვენზე კონტროლის მოპოვებას. შეიძლება შეგიზღუდოთ წვდომა მეგობრებთან, ოჯახთან. დაგაშინოთ, ან ფიზიკურად  იძალადოს.
  3. გაუქმების ფაზა: როდესაც თქვენ უპირისპირდებით მის მავნე ქცევას, მან შესაძლოა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ან დაგემუქროთ მიტოვებით. ამან შეიძლება დაგაბნიოთ, განიცადოთ ბრაზი, მწუხარება.

„სიყვარულით დაბომბვის“ ნიშნებია:

  • მართალია საჩუქრები სიყვარულის ენაა, მაგრამ ის შეიძლება პრობლემად იქცეს, როდესაც არასასურველია. თუ უარს ამბობთ საჩუქარზე და პარტნიორი მაინც გაძლევთ, ეს ნიშანია, რომ თქვენ სიყვარულით გბომბავენ.
     
  • მათ სურთ შექმნან სიახლოვის და ერთგულების განცდა ძალიან სწრაფად,  სამი პაემნის შემდეგ, მათ შეიძლება გითხრან: ”შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა, შეიძლება იყოს დამთრგუნველიც.
     
  • მათ სურთ თქვენი დროის მონოპოლიზება ისე, რომ თქვენ მხოლოდ მათ დაეყრდნოთ.
     
  • თუ სასიყვარულო ბომბდამშენს ეტყვით, რომ არ ხართ კომფორტის ზონაში მისი ქცევით, ან ეცდებით ჯანსაღი საზღვრების დადგენას, შეიძლება დაგარწმუნოთ, რომ არასწორად ფიქრობთ.
     
  • თუ პარტნიორი გაიძულებთ გააკეთოთ ის, რაც არ გსიამოვნებთ, ეს ემოციური ძალადობაა.
     
  • შეიძლება ხშირად ამოწმებდეს, რას აკეთებთ, როცა ერთად არ ხართ. შესაძლოა შეამოწმოს თქვენი ადგილმდებარეობაც.
     
  • თუ თქვენ ოდესმე გრძნობთ უხერხულობას, წონასწორობის დარღვევას და ამ გრძნობებს უზიარებთ პარტნიორს, მაგრამ ის არ პასუხობს, შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას.
შეიძლება თუ არა ასეთი ურთიერთობა გადარჩეს? ეს დამოკიდებულია ინდივიდზე, რომელიც ახორციელებს სასიყვარულო დაბომბვას. თქვენ უნდა აუხსნათ რომელი ქცევაა მისაღები და გაიგოთ აქვს თუ არა პარტნიორს გამოსწორების სურვილი, მაგრამ თუ ატყობთ, რომ მისი ქცევა უკეთესობისკენ არ იცვლება, თქვენ უკვე უნდა იფიქროთ ურთიერთობის უსაფრთხოდ დასრულებაზე. ხშირ შემთხვევაში, ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ, რთულია ახალი პარტნიორის ნდობა, მაგრამ არსებობს სიცოცხლე სიყვარულის დაბომბვის შემდეგ და ის იწყება  ღია და გულწრფელი  ურთიერთობით და კიდევ, ერთმანეთის ჯანსაღი საზღვრების აღიარებით.