LIFE

ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული სიყვარულის ისტორიები - ის რასაც ფილმებში ვერ ნახავთ

ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული სიყვარულის ისტორიები - ის რასაც ფილმებში ვერ ნახავთ

ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ისტორიები სიყვარულზე ბევრად რთული, მაგრამ საინტერესო ამბებია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურიდან ცნობილი ან ცისფერ ეკრანზე ნანახი. ეს არის ამბები იმის შესახებ, თუ როგორ ვკარგავთ ხანდახან საკუთარ თავს სიყვარულში. ხანდახან კი როგორ გვტკენენ გულს საყვარელი ადამიანები.

მიჯაჭვულობა - უმთავრესი სიყვარულის ისტორია.

უმთავრესი სიყვარულის ისტორია დაფუძნებულია მიჯაჭვულობის თეორიაზე. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ვებრძვით დაუცველობას, ტრავმებს და იმ ნეგატიურ გავლენებს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანზე. ეს არის ამბავი იმის შესახებ, როგორ ვიზრდებით ისეთებად, როგორებიც ვართ.

ინგლისელმა ფსიქოლოგმა, ჯონ ბოულბიმ, სთხოვა დედებს, მიეყვანათ ბავშვები ლაბორატორიაში, დაეტოვებინათ ოთახში სამი წუთის განმავლობაში და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ. ბოულბიმ ჩაატარა ექსპერიმენტი, თუ რა გავლება აქვს მიჯაჭვულობას ემოციური ლტოლვისა და მარტოობის დრამაში.


ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ბავშვი გაბრაზდა, როდესაც დედამ დატოვა. ზოგმა დაბრუნების შემდეგ დედა საყვედურებით აავსო, მაგრამ როგორც კი დედამ ანუგეშა, დამშვიდდა. ზოგი ბავშვი მეტისმეტად გაბრაზდა და ვერ შეძლო დამშვიდება. ზოგი კი მეტნაკლებად მშვიდად შეხვდა დედასთან მცირეხნიან განშორებას.

ბოულბიმ აღმოაჩინა, რომ ბავშვსა და მშობელს შორის ამ დრამაში არსებული შაბლონები ქმნიან განსაზღვრულ ველს ბავშვების ნერვულ სისტემაში, რომელიც განსაზღვრავს ემოციების და ქცევების გამკლავების გზებს მომავალში. თითქოს ბავშვები ეკითხებდონენ: "ჩემს გვერდით ხარ, როცა დაუცველი ვარ, თუ მარტო ვარ დედამიწაზე?" გაწონასწორებულმა ბავშვებმა უშიშრად მიიღეს რეალობა და სტრესთან გამკლავების უნარიც გამოამჟღავნეს. აღმოჩნდა რომ, მათ დედებთან ახლო ემოციური კავშირი ჰქონდათ.

მართლაც, ემოციური ხელმისაწვდომობა, პასუხისმგებლობა და ჩართულობა არის სამი ძირითადი ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს სასიყვარულო კავშირს ნებისმიერ სასიყვარულო ურთიერთობაში. ბოულბიმ დაასკვნა, მიჯაჭვულობის ამ უნივერსალურ დრამაში, ჩვენი ნერვული სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მუდამ მზად იყოს საფრთხეების აღმოსაფხვრელად და გაწონასწორებულად გაუმკლავდეს ყველა წინაღობას. ამისთვის კი ყველას გვჭირდება უსაფრთხო თავშესაფარი და ეს თავშესაფარი ხშირად საყვარელი ადამიანია.

სიყვარული მრავალნაირია

„არ მიფიქრია, ვინმეს შეეძლო ჩემი დახმარება... როცა მარტო არ ვარ, შიში მცირდება და მე უფრო დიდი ვხდები!” - ასეთი სიყვარული დაფუძნებულია თანაგრძნობაზე, ურთიერთპატივისცემაზე. მიჯაჭვულობის მეცნიერება გვეუბნება, რომ სიყვარული შესაძლოა დაიგეგმოს, თუმცა ამისთვის დაგვჭირდება თერაპევტის დახმარებაც. მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ დღეს სიყვარული შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს და თქვენ ამის გამო გული გეტკინოთ. მარადიული და უსასრულო ურთიერთობა სამყაროში არ არსებობს, ან თითქმის არ არსებობს და თქვენ ამისთვისაც მზად უნდა იყოთ.

უსაფრთხო კავშირი და საყვარელი ადამიანი

ერთმანეთის პრიორიტეტების გაზიარება და გახსნილი საუბარი აყალიბებს უსაფრთხო თავშესაფარ კავშირს, რომელიც გვზრდის ჩვენ, როგორც ადამიანებს. საყვარელი ადამიანი არის რესურსი, რომელსაც ჩვენი ტვინი იღებს, როგორც დამხმარე ძალას - თუ ცხოვრებას მარტო ვხვდები, ყველა ბორცვი უფრო დიდი ჩანს, მაგრამ თუ ხელი მომკიდე, ყოველი წინაღობა ბევრად მარტივია!

მაგრად ჩაკიდეთ ხელი, თუკი გიყვართ და იარეთ ფეხდაფეხ, უმთავრესი სიყვარულის ანი და ჰოეც სწორედ ესაა!