სიხარულის 5 წყარო, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია - სიხარული ჰგავს მოციმციმე მზის სხივს, რომლის შეკავებაც დიდხანს შეუძლებელია
- 05.11.2025
სიხარული ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი, ამასთანავე, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ემოციაა, ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს გრძნობებზე, ქცევაზე ან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ ფიზიოლოგიურ პროცესებზეც.
სიხარული არ უნდა იყოს რთული; ის შეიძლება მოიძებნოს მარტივ ნივთებში, რაღაც უნივერსალურში, რაც ყველას, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, შეუძლია მიიღოს ან თავად შექმნას, ეს კი ძალიან მარტივია:
მოამზადეთ გემრიელი კერძი
საქმე მხოლოდ გემრიელ კერძს არ ეხება, გირჩევთ, ამ საქმეს შეხედოთ, როგორც შემოქმედებით პროცესს, შემოქმედებით აქტივობას. ეს განვითარების საშუალებას მოგცემთ და ასევე შეიძლება გამოიწვიოს შესრულებული სამუშაოსგან მიღწევისა და კმაყოფილების განცდა და თუ ეს სამუშაო ასევე გემრიელი სიამოვნებით მთავრდება, როგორ შეიძლება ეს არ იყოს „ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერა“?

დაკავდით ფიზიკური აქტივობით
არ არის აუცილებელი რაიმე დამღლელი საქმით დატვირთვა, რამაც შეიძლება თქვენი მოტივაცია და ინტერესი შეამციროს. აირჩიეთ აქტივობა, რომელიც პროცესში სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას კონკრეტულ შედეგზე; ეს არც ისე მნიშვნელოვანია.
სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობა იქნება ეს ცეკვა, იოგა, მშვიდი სეირნობა თუ სირბილი, გამოყოფს იმავე ნეიროტრანსმიტერებს, რასაც სიხარული (ენდორფინი), რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დეპრესიისა და შფოთვის პრევენციას და მინიმუმამდე დაყვანას.
იმოგზაურეთ
შეიძლება რთული იყოს რუტინული ცხოვრებით, ტკბობის მიზეზების პოვნა, დაფიქრდით, იქნებ რაღაც ახლის დროა: გარემოს შეცვლა, ახალი პარკის მონახულება, ქალაქის ცენტრში გასეირნება, მინი-ლაშქრობა ან თუნდაც მოგზაურობა! შეგიძლიათ იგრძნოთ კიდეც ის ემოციური ტალღა, რომელიც თქვენს გულში იღვიძებს, როდესაც საყვარელ ადგილას გამგზავრებაზე გაიფიქრებთ, სადაც ნახავთ ღირსშესანიშნაობებს, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს მინიმალური ცვლილებაც კი ამაღლებს ადამიანის განწყობას, ათავისუფლებს გონებას აკვიატებული ფიქრებისგან და ახალი გამოცდილება შემოაქვს ცხოვრებაში.
დატკბით წვრილმანებით
„რა არის თქვენთვის სიხარული?“ - დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა გარშემორტყმული იყოთ ისეთი წვრილმანი რამით, რაც მეტ სიხარულს მოგიტანთ?
- სიხარულს ბუნებრივ ქვებში პოულობთ, ან იქნებ არომატულ ყავაში ან ლამაზი ფოტოების გადაღებაში?
- მოგწონთ კონკრეტული ფერი, მაგალითად ლურჯი? შეგიძლიათ მეტი ლურჯი ნივთი განათავსოთ თქვენს სამუშაო ან სახლის სივრცეში?
- შესვენებისას გასეირნება გამამხნევებელია? მაშინ ეს ვარიანტი თქვენთვისაა!
ყველას შეუძლია ჰქონდეს სია იმ ნივთებისა თუ სურვილებისა, რომლებსაც სიხარული შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში; ნუ დაელოდებით სიხარულს სხვებისგან, თავად შექმენით ის.
გაახარეთ სხვები
პარადოქსულია, მაგრამ სხვისთვის სასიამოვნო რამის გაკეთებით, ჩვენ საკუთარ თავს ვანიჭებთ როგორც მათ სიხარულს, ასევე ჩვენსას. სიტყვები ფასდაუდებელია: საყვარელი ადამიანისთვის კომპლიმენტის თქმა, პირქუში მეზობლისთვის ღიმილიანი სალამი, მადლობის გადახდა იმ ადამიანისთვის, რომელმაც თქვენზე ღრმა გავლენა მოახდინა - რა თქმა უნდა, სიხარულის მოტანა შეგიძლიათ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებითაც.

ცხოვრებაში არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენს სიხარულზე.
სიხარული ჰგავს მოციმციმე მზის სხივს, რომლის შეკავებაც დიდხანს შეუძლებელია. სიხარულის ყოველი წამის დანახვისა და დაფასების უნარი და მისი საკუთარი ხელით შექმნის უნარიც, ყველაფერზე ძვირფასი და ღირებულია ცხოვრებაში.
თემები: ბედნიერება, ბედნიერი ცხოვრება