LIFE

ფრჩხილებისა და ნუნების მოვლის 5 ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს სახლში

ფრჩხილებისა და ნუნების მოვლის 5 ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს სახლში

იმის ცოდნა თუ ფრჩხილის მოვლის რომელი საშუალებებია აუცილებელი და მათი სწორი გამოყენება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ რაიმე სახის დაზიანება სახლში ფრჩხილების მოვლისას. ფრჩხილის მოვლის ზოგიერთი ინსტრუმენტი ძალიან ბასრია და მტკივნეული ჭრილობებისა თუ სისხლჩაქცევების გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.  თუ თქვენ არ იცით მათი გამოყენება, სჯობს, სალონის მომსახურებას მიმართოთ, მაგრამ თუკი გეხერხებათ საკუთარ გარეგნობაზე სახლში ზრუნვა, მაშინ ეს სტატია ნამდვილად გამოგადგებათ.

  1. ფრჩხილის საჭრელი მაკრატელი

ფრჩხილის საჭრელი, ფრჩხილის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლში. ეს ინსტრუმენტი გეხმარებათ  შეინარჩუნოთ თქვენი ფრჩხილების სასურველი  სიგრძე. ასევე ფრჩხილების სისტემატიური მოჭრა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ შეინარჩუნოთ სუფთა და ჯანსაღი ფრჩხილები.
  1. ფრჩხილის ქლიბი

ფრჩხილის ფაილი, იგივე ქლიბი შესანიშნავია, თუ გსურთ თქვენი ფრჩხილის კიდეებს სასურველი ფორმა მისცეთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრჩხილის მოვლის საშუალება. ფაილი ბევრი  ვარიანტითაა წარმოდგენილი  ბაზარზე. 
  1. ნუნის ამწევი

ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს, ფრჩხილის გასწვრივ ნუნის,  ფრჩხილის ფსკერის ძირამდე აწევას. ნუნა ფრჩხილთან შედარებით,  ხშირად უგულებელყოფილია, მაგრამ ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ფრჩხილები. თუ სწორად არ მოუვლით თქვენს ნუნას, ისინი გამოშრება და აიქერცლება.

პროფესიონალების ვარაუდით, ერთ-ერთი საუკეთესო დრო ნუნებზე საზრუნველადცხელი შხაპის ან აბაზანის შემდგომი პერიოდია. ეს საუკეთესო დროდ ითვლება, რადგან სწორედ ამ დროსაა თქვენი კანი რბილი და ადვილად დამყოლი.

  1. ნუნის მჭრელი

ნუნის  მჭრელი შესანიშნავია თუ ოდნავ უფრო უხეში ნუნა გაქვთ და ფრჩხილების გარშემო მშრალი კანის მოშორება გჭირდებათ. ასევე კარგია მათი გამოყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ჩაზრდილი ფრჩხილები და სურთ მათი ამოღება მაქსიმალურად უსაფრთხო გზით. 
  1. ფრჩხილის ბუფერი

თუ თქვენ ეძებთ ხელსაწყოს, რომელიც დაგეხმარებათ ფრჩხილს სიპრიალე ლაქის გამოყენების გარეშე მიანიჭოთ, მაშინ ფრჩხილის ბუფერი თქვენთვისაა! პროცედურის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი ფრჩხილები თბილ წყალშია გაჟღენთილი და გაწმენდილი. როგორც კი დაიწყებთ ფრჩხილების გახეხვას, შეეცადეთ არ იყოთ ძალიან ენერგიული, რათა ფრჩხილები არ დაითხელოთ.