LIFE

15 ნიშანი იმისა, რომ ემოციურად სუსტ მამაკაცს ხვდებით

15 ნიშანი იმისა, რომ ემოციურად სუსტ მამაკაცს ხვდებით

ადამიანთა კატეგორიას, ვისაც თავდაჯერებულობა აკლია, ან ემოციური ინტელექტის დაბალი დონე აქვს, მუდმივად ცდილობს სხვების დაკნინებას თუ გაკრიტიკებას და საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას.

აქ მოცემულია რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხვდებით ემოციურად სუსტ პარტნიორს, რომელიც არც თუ ისე კარგ მანერებსა თუ ქცევებს ავლენს.

  1. ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას თავის ქმედებებზე და მარტივად ახერხებს თავის გამართლებას.
     

  2. გამუდმებით იკვეხნის, მაგრამ საქმით ვერ ამტკიცებს.
     

  3. არასოდეს იხდის ბოდიშს.
     

  4. აქვს ინტერპრეტაციის ნიჭი, შეუძლია ამბის დამახინჯება და ტყუილის დამაჯერებლად მოყოლა, საკუთარი თავის დაძვრენის მიზნით.
     

  5. ცდილობს ყველაფერში გააკონტროლოს პარტნიორი. დაუსაბუთებლად უწესებს დამამცირებელ შეზღუდვებს, მაგ.: ვისთან შეუძლია ისაუბროს, ვისთან შეწყვიტოს კავშირი და სხვ.
     

  6. დასცინის თავისი სქესის ადამიანებს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. მაგ.: თუ არ აქვს დიდი კუნთები, ტატუ, დიდი წვერი, ან არ არის ტრადიციული ორიენტაციის.
     

  7. მუდმივად აკრიტიკებს გარშემომყოფებს.
     

  8. უჭირს ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც გვერდში დაუდგება.
     

  9. არასოდეს უხარია სხვისი წვრილმანი წარმატებაც კი.
     

  10. ზედმეტად აქტიურია სოციალურ მედიაში, ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებსა თუ ისტორიებს.
     

  11. აკრიტიკებს ყველას, მაგრამ თავად არასდროს არავისგან იღებს კრიტიკას, უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი ძალიან აღიზიანებს.
     

  12. ყოველთვის ცდილობს შთამბეჭდავი ისტორიების მოყოლას. ისტორიების, რომელთა მთავარი გმირიც ხშირად თავად არის.
     

  13. საპირისპირო სქესთან ისე იქცევა, თითქოს მასთან ურთიერთობა დიდ ბედნიერებას უქადდეს.
     

  14. ფიქრობს რომ საუკეთესოა ადამიანია.
     

  15. უტაქტოდ ერევა სხვების საუბრებში.