LIFE

მითხარი, სად გაქვს ტატუ და მე გეტყვი ვინ ხარ შენ

მითხარი, სად გაქვს ტატუ და მე გეტყვი ვინ ხარ შენ

სხვის სხეულზე ტატუს დანახვისას, ერთ-ერთი პირველი, რასაც გავიფიქრებთ ხოლმე არის: "რას ნიშნავს ეს?". ყველა ტატუს თავისი დატვირთვა აქვს და ხაზს უსვამს ადამიანის ხასიათს, მაგრამ ნახატის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ადგილმდებარეობაც:

  1. ნეკნი

ნეკნები ძალიან პოპულარული ადგილია ტატუსთვის. ის, ვინც ნეკნებზე ტატუს დაიხატავს, მიუთითებს, რომ დარწმუნებულია თავის სხეულში და თამამად გამოაჩენს სხეულის მოხატულ ადგილს.
  1. თითები

თითზე ტატუ ჩვეულებრივ მიუთითებს ძალიან მოკრძალებულ ადამიანზე. მცირე ზომის ტატუთი მხატვარმა უნდა თქვას დიდი სათქმელი და გზავნილი სწორად მიიტანოს მნახველამდე.
  1. ფეხები და ტერფები

ვისაც ტატუ ფეხზე და ტერფზე აქვთ გაკეთებული, უფრო მორცხვები და ფრთხილები არიან გადაწყვეტილებების მიმართ. ფეხის და ტერფის ტატუს მქონე ადამიანები, როგორც წესი, უფრო იდუმალნი არიან და ეს ხშირად აისახება თავად ტატუს ვიზუალზე.
  1. მკლავები

მკლავებზე ტატუს მრავალფეროვანი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ტატუს მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ზომით. ვისაც აქვს პატარა ტატუ მკლავზე, ოდნავ ფრთხილი, მაგრამ ველური ბუნებისაა. ხოლო მათ, ვისაც მკლავზე დიდი ტატუ აქვთ, მიდრეკილნი არიან იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ და დიდად არ ინერვიულონ შედეგებზე.
  1. მაჯა

ტატუ მაჯაზე ხშირად ყველაზე მგრძნობიარე ადგილია, ოღონდ არა მხოლოდ ტკივილის გამო, თუმცა მაჯის ტატუ ყველაზე მტკივნეულია. მაჯები არის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი იყენებს ხელოვნებას წარსულის ნაწიბურების დასამალად. მაჯის ტატუ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დეპრესიის, ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა ღრმად უარყოფითი პრობლემებისგან გამოჯანმრთელებული ადამიანებისთვის.
  1. ბარძაყი

ბარძაყები არის ყველაზე დიდი ზედაპირი, რომელზეც ხდება ტატუს გაკეთება, რაც ოსტატს საშუალებას აძლევს ნამუშევარი უფრო რთული და მოცულობითიც იყოს. ბარძაყის ტატუ საკმაოდ სექსუალურიცაა და მას ხშირად თამამი და არაორდინალური ადამიანები მიმართავენ.
  1. გულმკერდი

გულმკერდის ტატუს მქონე ადამიანები ძალიან თავდაჯერებულები არიან. ხშირ შემთხვევაში, გულმკერდის ტატუს აქვს რომანტიკული მნიშვნელობა, ხშირად შეყვარებული ადამიანები სწორედ ამ ადგილს ირჩევენ მოსახატად.
  1. ზურგი

ზურგზე მოხატული ტატუ ხშირად სიმბოლოა ცხოვრების საფუძვლებისა თუ მთავარი ღირებულებების. ზურგის ტატუს მქონე ადამიანები უფრო იდუმალი, მაგრამ თამამები არიან.
  1. ყურები

იმის გამო, რომ ყურები პასუხისმგებელია სმენაზე, ბევრი ტატუ-მხატვარი იყენებს ამ ადგილს მუსიკის, ცხოველების და მათთვის ძვირფასი ადამიანების მოსახსენებლად. არც ისე იშვიათია ყურების უკან ტატუირებული მუსიკალური ნოტები. ყურების უკან ტატუს მქონე ადამიანები ყველაზე ჰიპები არიან. შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი და არჩევანიც.
  1. კისერი

კისრის ტატუ შეიძლება იყოს ფრთხილი ადგილი ტატუირებისთვის. ტატუ კისრის უკან, განსაკუთრებით ქალზე ან მამაკაცზე გრძელი თმით, შეიძლება ადვილად დამალული ან გამოსაჩენი იყოს, განწყობის ან სიტუაციის მიხედვით. კისრის ტატუების მქონე ადამიანები, ყველაზე მამაცები, ჭკვიანები და ძლიერები არიან. მათ არ ეშინიათ მკაცრი არჩევანის გაკეთების და საჭიროების შემთხვევაში რისკზე წასვლისაც.
  1. წინამხარი

წინამხრის ტატუ შეიძლება დაიფაროს მხოლოდ მკლავებით. წინამხრის ტატუს მქონე ადამიანები აჩვენებენ თავიანთ ხელოვნებას და ხაზს უსვამენ მათი ხასიათის სიმტკიცეს.