17 ნიშანი იმისა, რომ მარტოსული ადამიანი ხართ (რაც სინამდვილეში კარგია)
- 12.10.2023

მარტოსული ადამიანები სიამოვნებით ატარებენ დროს მარტო და არ ჰყავთ ბევრი მეგობარი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავს მარტოდ გრძნობენ.
-
აფასებს დროს. მარტოსულებისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. მათ კარგად იციან, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამაა წარმატებისთვის. არასოდეს კარგავენ სხვის დროს და უზომოდ პუნქტუალურები არიან.
-
თვითშეგნებულია. ბევრი ადამიანი უგულებელყოფს თავის აზრებს, ემოციებს. მარტოსულები კი პირიქით. ისინი საკუთარ თავს კარგად იცნობენ და დეპრესიის ან განსაცდელის დროს შეუძლიათ სწორი ნავიგაცია.
-
მტკიცე ნებისყოფა აქვს. მარტოსულები საოცრად მტკიცე ნებისყოფის მქონეები არიან რთული სიტუაციების დროს. ფიქრისა და მარტოობისას ისინი ეძებენ პრობლემების გადაჭრისა და დაძლევის გზებს.
-
გონებაგახსნილია. რადგან მათ მოსწონთ მარტოობა, არ იფიქროთ, ჩაკეტილ სივრცეში არიან. პირიქით, ისინი გახსნილები არიან და ყოველთვის ილტვიან ახალი იდეებისა თუ ახალი თავგადასავლებისკენ.
-
ერთგულია. მარტოსულები ყველაზე ერთგული მეგობრები არიან პლანეტაზე. ისინი ავლენენ ერთგულებას ყველასთან - სამსახურში, ოჯახში, უბრალო ნაცნობებთან.
-
აწესებს საზღვრებს. მათ აქვთ ჯანსაღი საზღვრები და მაღალი ღირებულება. პატივს სცემენ თქვენს საზღვრებს და აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ მათ საზღვრებს გადაკვეთთ.
-
იცის თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. შესანიშნავად იციან მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და არ უარყოფენ, რომ აქვთ გასაუმჯობესებელი მხარეებიც.
-
თანამგრძნობია. მათ შეუძლიათ თანაგრძნობა. საოცრად ემპათიურები არიან. მათთვის ადვილია ნათელი მხარის პოვნა ნებისმიერ ნეგატიურ ვითარებაში.
-
იცის, რომ არავინაა სრულყოფილი. მათ იციან, რომ არავინ არის აბსოლუტურად სრულყოფილი. ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზეც ნაკლოვანებების გამოსასწორებლად
-
ინტუიციით ხელმძღვანელობს. ინტუიცია მათი მუდმივი თანამგზავრია. რთულ სიტუაციებში არასოდეს იბნევიან, რადგან ძლიერი ინტუიციის იმედი აქვთ.
-
არასდროსაა სხვაზე დამოკიდებული. მათ ურჩევნიათ იყვნენ ყოველთვის საკუთარი თავი და ცდილობენ დაუმტკიცონ სხვას თუ რამდენად ძლიერი უნარი აქვთ, იყვნენ დამოუკიდებლები.
-
ავლენს სიკეთეს. უყვართ სხვების მიმართ სიკეთის დემონსტრირება, რათა ყველამ გაიგოს, რომ სიყვარულის გავრცელება მათი არსებობის აუცილებელი ნაწილია.
-
მამაცია. მათში არის სიძლიერე და მამაცობა, რასაც სხვები შთაგონებით უყურებენ. არ არსებობს არც ერთი გამოწვევა ან უბედურება, რომელსაც ისინი მამაცად არ დაუდგებიან.
-
თავმოყვარეა. ცხოვრების ცუდ პერიოდებშიც კი პოულობენ გზას, შეიყვარონ საკუთარი თავი. ხანდახან დგება მომენტები, როდესაც ისინი არ იქნებიან სრულყოფილები, მაგრამ მათ მაინც ეყვარებათ საკუთარი პიროვნება თავისი ძლიერი თუ სუსტი მხარეებით.
-
სანდოა. ისინი შესაშურად სანდო ადამიანები არიან და ყოველთვის ასრულებენ სიტყვას. თუკი რამეს დაგპირდნენ, აუცილებლად შეასრულებენ.
-
ემოციურად ძლიერია. მარტოსული ადამიანები, როგორც წესი, საკუთარ თავს ეყრდნობიან. ისინი იბრძვიან და იმარჯვებენ საკუთარ ბრძოლებში და ამავე ბრძოლებში საოცარ ემოციურ სიძლიერეს აღწევენ.
-
მორალური კომპასი. ისინი არ ითმენენ შეურაცხყოფას ან დამცირებას. ხშირად მხარს უჭერენ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავის დაცვა. მათი მორალური კომპასი ზუსტია; მათ იციან რა არის სწორი და არასწორი და ღრმა რწმენა აქვთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებენ სამართლიანობის დაცვას.
თემები: ადამიანები, მარტოხელა