LIFE

10 ნივთი, რომელსაც არ სჭირდება ხშირი გასუფთავება

10 ნივთი, რომელსაც არ სჭირდება ხშირი გასუფთავება

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგიერთი ნივთის ხშირი გასუფთავება და ზოგჯერ უფრო მეტ ზიანს აყენებს მას, ვიდრე სარგებელს. თუჯის ტაფები, ხის ავეჯი და ჯინსიც კი შეიძლება გაფუჭდეს, თუ ზედმეტად გავწმენდთ ან გავრეცხავთ.

1. პირსახოცები



პირსახოცების გარეცხვა მისი ყოველი გამოყენებისას, სულაც არაა საჭირო. საკმარისია მათი გარეცხვა კვირაში ერთხელ მაღალ ტემპერატურაზე.

2.  ხის ავეჯი



ცვილზე დამზადებულ სითხეებს ხის ავეჯის მოსავლელად ხშირად ნუ გამოიყენებთ. ის ამცირებს ხის ცხიმიანობის, რაც იზიდავს მეტ მტვერს და ჭუჭყს. თუ გსურთ ყოველდღიურად გაწმინდოთ ხის ავეჯი, უმჯობესია ეს გააკეთოთ მშრალი ქსოვილით, ან კარგად გაწურული ნოტიო ტილოთი.

3.  თუჯის ტაფები



არ გარეცხოთ თუჯის ტაფა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს თუჯის ზედაპირი. უმჯობესია მარილისა და წყლის ხსნარის გამოყენება დამწვარი ნარჩენების მოსაშორებლად. მნიშვნელოვანია, რომ ტაფა კარგად გაშრეს გარეცხვის შემდეგ, რადგან წყლის რამდენიმე წვეთმაც კი შეიძლება წარმოშვას ჟანგი.

4.  სარკე



სარკეზე მინის გამწმენდი სითხის ყოველდღიურად გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს იგი. კიდეების გარშემო შეიძლება შავი ლაქებიც გამოჩნდეს, ამიტომაც უმჯობესია სარკე გაწმინდოთ არა უმეტეს კვირაში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემები.

5.  გაზქურა



მაშინაც კი, თუ თქვენ ყოველდღიურად ამზადებთ კერძებს, არ არის აუცილებელი, ღუმელი საფუძვლიანად გაწმინდოთ ყოველდღე, თუ ის ძალიან არ დაბინძურდა. გარდა ამისა, გაზქურის მაღალი ტემპერატურა ეფექტურად კლავს მიკრობებს. თვეში ერთხელ გაზქურის დაშლა და საგულდაგულოდ გაწმენდა სრულიად საკმარისია.

6.  შალის სვიტერი



შალი ძალიან ნაზი ქსოვილია და მის გასარეცხად მეტი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს. შალის სვიტერის ძალიან ხშირად რეცხვამ შეიძლება დააზიანოს ის და სწრაფად დაკარგოს ფორმა. ასეთი ქსოვილი სასურველია გაირეცხოს მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე და ხელით რეცხვის რეჟიმით.

7.  ჯინსი



ჯინსის რეცხვა რეკომენდებულია 4-5 ჩაცმის შემდეგ. საინტერესოა, რომ ჯინსის მსხვილი მწარმოებლები მათ გარეცხვას მხოლოდ 6 თვეში ერთხელ გვირჩევენ. იმისათვის, რომ თქვენი ჯინსი სუფთა იყოს, შეგიძლიათ მოათავსოთ ის საყინულეში მთელი ღამით.

8.  ღამის პერანგი



გარეცხეთ თქვენი ღამის პერანგი ყოველ 3-4 დღეში. აუცილებლად მიიღეთ შხაპი ყოველი ძილის წინ, რათა თქვენი ღამის თეთრეული სუფთა იყოს.

9. თიხის ჩაიდანი



არ არის რეკომენდებული თიხის ჩაიდნის სარეცხი საშუალებით გარეცხვა, რადგან თიხა შთანთქავს მის გემოს. უმჯობესია წყალი წამოადუღოთ და ჩაის ფოთლები ჩაყაროთ, ეს უზრუნველყოფს მის სასიამოვნო არომატს და სისუფთავეს.

10.  მობილური ტელეფონი



არ არის აუცილებელი მობილური ტელეფონი ყოველდღე გაწმინდოთ. უმჯობესია, კვირაში ერთხელ გაწმინდოთ ანტიბაქტერიული ხელსახოცით.