ჯანმრთელობა

გაიცანით 55 წლის კანადელი ბებია, რომელიც ცხოვრების მთავარ სიყვარულს ელოდება

გაიცანით 55 წლის კანადელი ბებია, რომელიც ცხოვრების მთავარ სიყვარულს ელოდება

გაიცანით ნინეტი — შთამაგონებელი 55 წლის კანადელი ბებია, რომელმაც შეძლო პრობლემებთან უშიშრად გამკლავება და მტკივნეული განქორწინების გადალახვა.

ნინეტ ლონგსვორთი, ძლიერი და ინიციატივიანი ქალი, სამი შვილის  დედა და ბევრისთვის მისაბაძი ადამიანია. მისი სამყარო 2018 წელს დაინგრა, როდესაც მისი ქორწინება 24 წლის შემდეგ, მოულოდნელად დასრულდა.

მართალია ჩვენ აღვნიშნეთ ქორწინების 24 წლის იუბილე, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა - მე აღმოვჩნდი მარტოხელა. 19 წლის ვიყავი, როცა მას სკოლაში შევხვდი და დავიწყეთ ურთიერთობა. ჩვენ გვქონდა ბევრი აღმავლობაც და ვარდნაც, რომელიც დავძლიეთ“.



განქორწინების შემდეგ ტკივილთან გამკლავების მიზნით, მან მიმართა ფიტნესს, როგორც თერაპიას. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ აქტიური იყო, თავისი რეჟიმი უფრო რუტინული გახადა და ასე შეაბიჯა ფიტნეს სამყაროში. დისციპლინა და შრომისმოყვარეობა გახდა მისი ახალი სახელმძღვანელო. ახლა, 55 წლის ასაკში, ნინეტი ანგარიშგასაწევი ძალაა. ყოველდღე შთამბეჭდავად ვარჯიშობს, უშიშრად ებრძვის წონას. მას შეუძლია ბევრი ძალისხმევის გარეშე აწიოს 200 ფუნტის სიმძიმე. ნინეტმა მოიპოვა რამდენიმე რეკორდი კანადაში ძალისმიერი სპორტის სამყაროში.

ის უიმედო რომანტიკოსია

მიუხედავად გულისტკივილისა და წლების განმავლობაში მარტო ყოფნის გამოწვევებისა, ის ნამდვილი სიყვარულის ერთგული რჩება. მას სწყურია ისეთი სიყვარული, რომელიც ასახულია ფილმებში.

მე ველოდები მას, ვინც ნამდვილად იმსახურებს ჩემს სინათლეს და დავეხმარები, რომ გაბრწყინდეს. ამასობაში საუკეთესოდ ვცხოვრობ. თავისუფალი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ ისე, როგორც მსურს. ვზრუნავ საკუთარ თავზე ფიზიკურად, ემოციურად და ვცდილობ ბევრი ვიცინო“.

მას აქვს გაცნობის მკაცრი წესი, რომელსაც არასოდეს დაარღვევს

მას ღრმად სწამს, რომ სიყვარული, ეს ენერგიის ურთიერთმონაცვლეობაა. ნინეტისთვის სიყვარული ძვირფასი ნივთია, რომელიც მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს უნდა გაუზიაროს. მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანი იმსახურებს ამას“.

მიუხედავად ახალი ურთიერთობის სურვილისა, ის ძალიან სერიოზულად ეკიდება სიყვარულის საკითხებს და შემთხვევით პაემნებზე არასოდეს დადის.

მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ურთიერთობებს და არასოდეს ვთამაშობ გრძნობებით” - ამტკიცებს ის.



ნინეტისთვის სიყვარული თამაში არ არის და ვალდებულებებს სერიოზულად იღებს, ამიტომ პოტენციურ პარტნიორებს მკაცრი კრიტერიუმები დაუწესა:

არასდროს შევხვდებოდი ჩემი ნახევარი ასაკის ვინმეს. მე ვიცავ მკაცრ წესს და არასდროს შევხვდები ჩემს შვილზე უმცროსს, რომელიც წელს, 35 წლის გახდება" - მტკიცედ ამბობს ის.

ნინეტის ერთგულება ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარულის პოვნაში ურყევია და მტკიცედ სჯერა, ღირსეული ადამიანი უდავოდ მოვა და მონაწილეობას მიიღებს მის მოგზაურობაში.