ერთ-ერთი საინტერესო კვლევის თანახმად, გაირკვა თუ რა არის საშუალო ასაკი, როცა შეიძლება შეხვდეთ თქვენს რჩეულს: 2000-ზე მეტი ადამიანი გამოჰკითხეს საკუთარი ურთიერთობების შესახებ, მათ ჰკითხეს ყველაფერი - თუ რამდენი ხანი გავიდა პარტნიორის გაცნობიდან პირველ კოცნამდე, ან რა დრო დასჭირდა მასთან დაძინებას ან „მიყვარხარ“-ს თქმას.როგორც წესი, რამე კონკრეტული ასაკი, თუ როდის უნდა ვიპოვოთ პარტნიორი, არ არსებობს. ზოგს ჰგონია რომ ეს ის დროა, როცა მას პირველად აკოცე, ან როცა მასთან ერთად პირველად დაიძინე.
კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ ქალი პოულობს ცხოვრების პარტნიორს 25 წლის ასაკში, ხოლო მამაკაცებისთვის ეს ასაკი 28 წელია.
გამოკითხულთა ნახევარმა აღმოაჩინა თავისი „ერთადერთი“ ოცდაათი წლის შესრულების შემდეგ. მათ ასევე დაადგინეს, რომ ადამიანების უმეტესობა ხუთი თვე ელოდა სიტყვას "მიყვარხარ" და დაახლოებით ამდენივე დრო დასჭირდა ურთიერთობის სტატუსის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში.
საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ახალ პარტნიორთან ხელის ჩაჭიდებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე კოცნისთვის.
და რაც შეეხება პირველ სექსს, პასუხები გაიყო: 27%-მა თქვა, რომ ერთ ან ორ კვირას ელოდა პარტნიორთან პირველად დაძინებას, ხოლო 23% თვეზე მეტ ხანს ელოდებოდა.
მაგრამ ყველა რომანტიკულ უპირატესობასთან ერთად, როგორიცაა ხელის ჩაკიდება და კოცნა, ასევე თავს იჩენს ნაკლებ სასიამოვნო მხარეც - პირველი კამათი. როგორც წესი, ექვსთვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილთა უმეტესობა პირველ კამათს გვერდს ვერ აუვლის.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებზე საუბარს, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 33% ამ თემაზე საუბარს პირველად ერთი წლის შემდეგ იწყებს. ნიშნობა კი, ჩვეულებრივ ორი წლის შემდეგ იგეგმება, ქორწილები სამი წლის შემდეგ და ბავშვების გაჩენაზე ფიქრს კი ოთხი წლის შემდეგ იწყებენ.
თუ თქვენ ვერ იპოვეთ თქვენი "ერთადერთი" გამოკითხვაში მითითებული ასაკის მიხედვით, ნუ ჩაიქნევთ ხელს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველა ადამიანი და ურთიერთობა განსხვავებულია და სანერვიულო არაფერი გაქვთ. სიყვარული არასდროსაა გვიანი.