მშობლები

არ იფიქროთ ბავშვის გაჩენაზე მანამ, სანამ ამ 6 კითხვას არ უპასუხებთ

არ იფიქროთ ბავშვის გაჩენაზე მანამ, სანამ ამ 6 კითხვას არ უპასუხებთ

თუ გსურთ დაორსულდეთ უახლოეს თვეებში, დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გქონდეთ საუკეთესო და ჯანსაღი ორსულობა.

ბავშვის გაჩენა არის უზარმაზარი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ ორსულობისა და მშობიარობისთვის და ასევე ემოციურად მზად ხარ იმ ცვლილებებისთვის, რაც ბავშვის დაბადებას უკავშირდება. ამასთანავე ფინანსურადაც უნდა შეძლო ბავშვის გაზრდის ხარჯების გაწევა.

არც კი იფიქროთ ბავშვის გაჩენაზე, სანამ არ უპასუხებთ ამ 6 კითხვას:
  1. შეთანხმებული ორსულობა

შეთანხმდით და დაგეგმეთ ორსულობა. სერიოზულად ისაუბრეთ თქვენს პარტნიორთან, მზად არის თუ არა გახდეს მშობელი და როგორ წარმოუდგენია აღზრდის პროცესი. ხანდახან წყვილებს შორის უსიამოვნება მაშინ იწყება, როცა ორსულობა შეუთანხმებლად დგება.
  1. გენეტიკური რისკების გათვალისწინება

იმის ცოდნამ და გააზრებამ, უქმნით თუ არა თქვენს შვილს გენეტიკურ რისკს, შეიძლება შეცვალოს თქვენი ორსულობის გზა. ექიმის დახმარებით და შესაბამისი კვლევების საფუძველზე შეგიძლიათ გადახედოთ გენეტიკურ დაავადებებს და ეს საფრთხეები თავიდან ააცილოთ თქვენს მომავალ შვილს.
  1. ნაყოფიერება და შვილოსნობა

ასაკის მატებასთან ერთად, კვერცხუჯრედების ჯანმრთელობა და რაოდენობა ხშირად მცირდება და შეიძლება გავლენა იქონიოს მამაკაცის სპერმის ჯანმრთელობაზეც. უფროსი ასაკის ქალებმა უნდა მიმართონ ექიმს, რათა შეამოწმონ როგორც მათი ნაყოფიერება, ასევე პარტნიორების შვილოსნობა. კარგია თუ გადახედავთ, როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ცხოვრების წესმა თქვენს ნაყოფიერებაზე და გააუმჯობესებთ მას.

მნიშვნელოვანია, მოერიდოთ მოწევას, ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს, რაც ართულებს დაორსულებას ან იწვევს არაჯანსაღი ნაყოფის ჩასახვას“.
  1. ორსულობისა და მშობიარობის თანამოაზრე

მზრუნველი ადამიანის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება გავლენა იქონიოს მშობიარობის მიმდინარეობაზე და იმაზეც, თუ როგორ გრძნობთ თავს ორსულობის დროს. შესაძლოა ეს იყოს როგორც მეუღლე, ასევე დედა, ან სულაც უახლოესი მეგობარი. თქვენ მას ხშირად შეხვდებით ორსულობის დროს და უმჯობესია გყავდეთ თანამოაზრე, რომელთანაც მარტივად ისაუბრებთ ორსულობის თანმდევ ემოციებზე თუ დისკომფორტებზე.
  1. ჯანმრთელობის მდგომარეობის ოპტიმიზაცია

"ბევრი მედიკამენტი შეიძლება იყოს სახიფათო ორსულობის დროს და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, მაგრამ ქალებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი, უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი ჯანმრთელობა გავლენას არ მოახდენს ნაყოფზე.“
  1. ფინანსები

მოდით, ვიყოთ გულახდილები: ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არასოდეს ეყოლოს შვილი, თუ ის დაელოდება ფინანსური პრობლემების მოწესრიგებას. მაგრამ თუ თქვენ ახლახან დაამთავრეთ იურიდიული ფაკულტეტი რამდენიმე ათასი დოლარის სტუდენტური სესხის ვალით, ან სამსახურში ყურმოკვრით გაიგეთ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებენ, შეიძლება აიღოთ პაუზა მანამ, სანამ არ აღმოჩნდებით უფრო მყარ ფინანსურ მდგომარეობაში და არ გექნებათ იმის მტკიცე საფუძველი, რომ თქვენს პატარას უზრუნველ გარემოს შეუქმნით.