LIFE

როგორ დავამარცხოთ ბრაზი და წყენა დაშორების შემდეგ

როგორ დავამარცხოთ ბრაზი და წყენა დაშორების შემდეგ

დაშორება ყოველთვის იწვევს გაბრაზებას, წყენას და ყველა ადამიანისთვის ცხოვრების ეს ეტაპი ხშირად ყველაზე რთულ პერიოდად აღიქმება. ბევრისთვის ეს ეტაპი ცხოვრების მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა ხოლმე და მასთან გამკლავება უმეტესად დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოფილის მიერ მოყენებულ წყენას თუ ტკივილს და როგორ განაგრძოთ ცხოვრების რიტმისთვის ფეხის აწყობა.

  1. იგრძენით ემოციებ: პირველ რიგში, მიეცით საკუთარ თავს უფლება, იგრძნოთ! ჩვეულებრივი ამბავია, განიცადოთ სხვადასხვა ემოცია, როგორიცაა გაბრაზება, წყენა, სევდა. მნიშვნელოვანია, ნება მისცეთ საკუთარ თავს, იგრძნოს და გამოხატოს ეს გრძნობები განსჯის გარეშე.
     

  2. დახმარება: ისაუბრეთ თქვენს გულისტკივილზე საყვარელ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ მორალური დახმარება და თანაგრძნობა, ეს თქვენთვის ერთგვარი თერაპია იქნება.
     

  3. იყავით ფორმაში: ყურადღება მიაქციეთ თავის მოვლას, ფოკუსირდით თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ეცადეთ მუდამ მოხდენილად და ლამაზად გამოიყურებოდეთ. დაკავდით ისეთი აქტივობებით, რაც ბედნიერს, მოდუნებულს და თავდაჯერებულს გაგხდით.
     

  4. უარი თქვით შურისძიებაზე: თავი შეიკავეთ შურისძიებისგან მაშინაც კი, როცა ეს ნორმალურია. გახსოვდეთ, ამის გაკეთება არც გონივრულია და არც ნაყოფიერი. ამის სანაცვლოდ თქვენი რესურსი მიმართეთ თვითგანკურნებასა და პროგრესზე.
     

  5. დააწესეთ საზღვრები: თუ ჯერ არ გაქვთ საზღვრები თქვენს ყოფილთან, იზრუნეთ ამაზე, რადგან ამით თავს დაიცავთ დამატებითი ემოციური თავდასხმისგან.
     

  6. აპატიეთ: პატიება პირადი პროცესია, და ის ყოველთვის არ არის დაკავშირებული ყოფილის გამოსწორებასთან. თქვენ უბრალოდ აპატიეთ, ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის, რადგან ამან შესაძლოა გაგათავისუფლოთ ბრაზისა და წყენისგან.
     

და ბოლოს! გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება. თითოეული ადამიანის განკურნების პროცესი ინდივიდუალურია. იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ და გჯეროდეთ, გაბრაზება დროთა განმავლობაში გაგივლით და ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ.