LIFE

რატომ უნდა დავალაგოთ ზამთარში სახლი საფუძვლიანად?

რატომ უნდა დავალაგოთ ზამთარში სახლი საფუძვლიანად?

თქვენი სახლის სისუფთავე და ორგანიზებულობა დიდ გავლენას ახდენს თქვენსავე ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ზამთარი კი შესანიშნავი დროა თქვენი შიდა სივრცის საფუძვლიანი გაწმენდისა და დალაგებისთვის.

2018 წელს ჩინეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ სახლებს დაულაგებელს ან დაბინძურებულს უწოდებდნენ, დღის განმავლობაში სულ უფრო დეპრესიულად გრძნობდნენ თავს. მეორეს მხრივ კი, ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ მათი სახლები მოწესრიგებული იყო, თავს უკეთ გრძნობდნენ.



ზამთარში სახლის საფუძვლიანი დალაგება, გაწმენდა და დეზინფექცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაციების და გრიპის მიკრობების გავრცელება.

აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი გზა, რათა თქვენი სახლი უფრო მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს:

  • დაიცავით თქვენი სახლის ჰიგიენური ბარიერი: სპირტიანი ხსნარით გაასუფთავეთ კარის სახელურები, მაცივრის სახელურები, ნიჟარები, სანიაღვრეები, საშხაპე სადგომებიდა ტუალეტები.

  • გაასუფთავეთ მაცივარი და გადაყარეთ ვადაგასული საკვები, გაწმინდეთ შიდა ზედაპირები უნივერსალური სითხით.

  • მოაშორეთ არასაჭირო დეკორაციები.

  • მოწმინდეთ იატაკი და სხვადასხვა ზედაპირები სველი წესით.

  • დაალაგეთ საკუჭნაო, გადაყარეთ უვარგისი, გამოუყენებელი ნივთები, ცარიელი ქილები, ყუთები, დახეული და გახუნებული ტანსაცმელი, ერთჯერადი მოხმარების ნივთები.

  • გაწმინდეთ მტვრისგან ჭაღები, ბრები და წიგნის კარადები.

  • შეამოწმეთ თქვენი სავენტილაციო არხი და დარწმუნდით, რომ ის ღიაა.

  • სარკეები და ფანჯრები გაასუფთავეთ შუშის საწმენდით.

  • და ბოლოს, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, ხშირად გაანიავეთ ოთახები, რაც შეამცირებს რესპირატორული ინფექციების და ალერგიის რისკს ზამთარში.