მსოფლიოში იმდენი რამის მონახულებაზე ვოცნებობთ, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამისთვის ძალიან ცოტა დრო და რესურსი გაგვაჩნია. მიუხედავად ამისა, ცხოვრება სწორედ იმით არის განსაკუთრებული, რომ არასოდეს ვკარგავთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ავდგებით, ჩავალაგებთ ბარგს და დავიწყებთ საკუთარი ოცნებების აღდგენას. ვესტუმრებით ყველა ახლობელ და შორეულ ადგილს, რომლის მონახულებაზეც, ბევრი ჩვენგანი ბავშვობიდან ვოცნებობთ.
TREND. გთავაზობთ იმ საოცარი ადგილების ჩამონათვალს, რომლის მონახულებაც ყველა ქალის ოცნებაა. მაშ ასე, პირველი გაჩერება...
1. თაჯ-მაჰალი, ინდოეთი, აგრა
არსებობს კი სხვა ამაზე დიდი და ცნობილი სიყვარულის სიმბოლო მსოფლიოში?
თაჯ-მაჰალი 1631-1653 წლებში, 20.000-მდე მუშის მიერ აშენდა. მონღოლთა იმპერატორმა, შაჰ-ჯაჰანმა გასცა ბრძანება, აეგოთ თაჯ-მაჰალი, რომელიც უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.
2. ჩრდილოეთის ციალი, ისლანდია
თითქმის არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ სასწაულის ხილვაზე არ ოცნებობს. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება.
პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება და გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. მისი სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას აღწევს.
3. დიდი კანიონი, აშშ
გარდა იმისა, რომ კოლორადოს დიდი კანიონი, მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კანიონია, იგი ძალიან ბევრ ბუნებრივ სასწაულთანაც ასოცირდება და ამიტომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ადგილადაც ითვლება, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს.
4. ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი ძველი ჩინური სამხედრო ნაგებობაა, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარეობს და აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზეა გადაჭიმული. ეს არის ადგილი, რომლის მოახულებაც ყველაფრს ფასად ღირს. შესაძლოა, მთელი კედელი მართლაც ვერ გადაიაროთ ფეხით, თუმცა მისი მცირე მონაკვეთის ხილვაც საოცარი გამოცდილებაა, რომელიც ლამაზ მოგონებად დაგრჩებათ.
5. ტანგო ბუენოს აირესში, არგენტინა
ტანგო ხომ ცეკვათა შორის ცეკვაა, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რა ხდება მაშინ, როცა მას ასრულებენ ქალაქში, რომელშიც თავად დაიბადა?
ბუენოს აირესს აუცილებლად უნდა ეწვიოთ და დარწმუნებული ვარ, თავადაც ძალიან გსურთ. დღეს თუ არა ხვალ, როცა ჩახვალთ, აუცილებლად უნდა დაანთოთ ტანგოს მწველი ცეცხლი!
6. კილიმანჯარო, ტანზანია
ეს, ალბათ, ყველა ექსტრემის მოყვარული ქალბატონის ოცნებაა! კილიმანჯაროს დალაშქვრა, მართლაც დიდი გამოწვევაა საკუთარ თავთან და რაც მთავარია, წარმოუდგენლად მშვენიერი გამოცდილება!
7. მექსიკის კულინარიის კურსები
მექსიკური სამზარეულო არის ქალბატონების დაუოკებელი ვნება. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ახლაც კარგად გამოგდით მექსიკური კერძების მომზადება, თუმცა, თქვენი წარმოდგენა მექსიკურ კერძებსა და ზოგადად, სამზარეულოზე, აბსოლუტურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ამ საოცარ ქვეყანას ეწვევით!
8. სუში ტოკიოში, იაპონია
არსებობს ვინმე, ვისაც აღმოსავლური, კერძოდ, იაპონური სამზარეულო არ უყვარს? ეს არის ოცნებათა შორის ოცნება! ტოკიო თავისი თავბრუდამხვევი მოცულობით, ადამიანთა სიმრავლით, შესანიშნავი რესტორნებით!
9. იოგა ბალიში, ინდონეზია
წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს გიყვარდეს რაიმე და ამის გამოცდის საშუალება გქონდეს იქ, სადაც შენი საყვარელი რამ ყველაზე გავრცელებულია? განსაკუთრებით დიდი და დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება მათთვის, ვინც დიდი ხანია იოგის ვარჯიშებით არის დაკავებული ან უბრალოდ, გატაცებულია ამით.
10. ქრისტეს ქანდაკება, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ქრისტეს ხელგაშლილი გიგანტური ქანდაკება რიოში, ერთ-ერთი უდიდესი ქმნილებაა, რაც კი ადამიანის ხელით შექმნილა. რამდენჯერაც არ უნდა გაგვაოცოს ამ ქანდაკების გენიალურობამ, სიდიდემ, განუმეორებლობამ, სულ სხვაა ჩახვიდე რიოში და რეალურად იხილო მისი სიდიადე! რიო თავისი თავბრუდამხვევი კარნავალებით, ხელგაშლილი ქრისტეთი და ფერადი ეგზოტიკურობით!
რომელია შენი ოცნების ქვეყანა? გაგვანდე ოცნებები და შემდეგი გაჩერებები...
თემები: მოგზაურობა, მსოფლიო, ქალები, ოცნება, საინტერესო ადგილები, თავგადასავლები
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია