რა არის მშრალი იანვარი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჯანმრთელობისთვის?
- 08.01.2024
ახალი წელი და შობა, ყველასთვის მინიმუმ ჭიქა შამპანურთან ასოცირდება. ბევრი კი ახალი წლის დღესასწაულზე გვარიანადაც გამოთვრება ხოლმე და მერე რამდენიმე დღე იმკის მის „სიკეთეებს“.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება იწვევს მოტორულ დისკოორდინაციას, მეხსიერების პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტოავარია, ტრავმა, სარისკო ან ძალადობრივი ქცევა. ხშირმა დალევამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა: ღვიძლის ქრონიკული დაავადება, მაღალი წნევა, ოსტეოპოროზი და სხვა.
მოლი კიმბოლი, ცნობილი დიეტოლოგი, გვირჩევს იანვრის თვე მშრალად გავატაროთ და მაქსიმალურად თავი ავარიდოთ ალკოჰოლს, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია:
უკეთ დაიძინებთ და მეტი ენერგია გექნებათ
„შეიძლება არასანდოდ ჟღერდეს, რადგან უმეტესი ჩვენგანი, სავარაუდოდ, სწრაფად იძინებს სასმლის მიღების შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი ალკოჰოლი რეალურად არღვევს თქვენს ძილის ხარისხს“, - ამბობს ბრიჯიტ ზეიტლინი, დიეტოლოგი.
ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თქვენს სხეულს არ ეძლევა ღრმა ძილის მიღწევის შანსი, რითაც თქვენ უნდა დაეხმაროთ სხეულს სტრესის განმუხტვაში და საკუთარი თავის აღდგენაში.
ალკოჰოლი და სახის კანი
ალკოჰოლი შარდმდენი საშუალებაა, მაგრამ ასე შეიძლება სხეულის დეჰიდრატაცია გამოვიწვიოთ და ზიანი მივაყენოთ ჩვენს კანს, ამიტომ უმჯობესია უარი ვთქვათ ალკოჰოლზე და წყლით ჩავანაცვლოთ ის, რაც ჩვენს კანს უფრო ჯანსაღს და ბზინვარეს გახდის. სასმლის შეწყვეტამ ასევე შეიძლება პოტენციურად გააუმჯობესოს აკნესკენ მიდრეკილი კანის მდგომარეობა.
იმუნური სისტემა
სიმთვრალეში შეიძლება დაითრგუნოს თქვენი იმუნური ფუნქცია, რამაც შეიძლება გაგხადოთ უფრო დაუცველი იმ პათოგენების მიმართ, რომლებიც იწვევენ გაციებას და გრიპს. გარდა ამისა, ხშირმა სასმელმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება მთელ სხეულში. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ალკოჰოლური სასმელებისგან შესვენება დაგეხმარებათ გაიძლიეროთ იმუნური სისტემა და უკეთ ებრძოლოთ სეზონურ დაავადებებს.
ნაკლები ღელვა
დალევის შემდეგ მეორე დღეს შეიძლება გქონდეთ ტიპური ნაბახუსევი: გულისრევა და თავის ტკივილი. ასევე შეიძლება განიცადოთ შფოთვა. თუ ალკოჰოლს ერთი თვის განმავლობაში თავს აარიდებთ, იპოვით სიმშვიდეს, რაც ნიშნავს მშვიდ ღამეებს და ნაკლებად შემაშფოთებელ დილას. მიჩნეულია, რომ ადამიანთა უმეტესობა უკეთესად უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს ალკოჰოლის გარეშე.
ნაკლები თავის ტკივილი
მშრალი იანვრის კიდევ ერთი სარგებელი? ნაკლები თავის ტკივილი, ამბობს დოქტორი პეტერსონი. ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია დეჰიდრატაციის შედეგად, რომელიც ხდება სასმლის ჭარბი რაოდენობით მიღებისას. თუ იანვრის თვეს მშრალად გადაატარებთ, საერთოდ დაგავიწყდებათ თავის ტკივილი.
ჯანმრთელობის გაუმჯობესება
როდესაც თქვენი სხეული ადაპტირდება ალკოჰოლის ნაკლებობასთან, თქვენი არტერიული წნევა სავარაუდოდ დაიკლებს და ღვიძლი განიკურნება ჭარბი ან უზომო სასმლის ნებისმიერი ეფექტისგან.
და ბოლოს, დაადგინეთ და გაიგეთ, რატომ და როდიდან აპირებთ მშრალ იანვარს? იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, იყავით ფხიზელი, შესაბამისად უფრო პროდუქტიული და რაც მთავარია, ჯანმრთელი.
თემები: ჯანმრთელობა