LIFE

ალთორპი - როგორ სახლში ცხოვრობდა პრინცესა დაიანა ბავშვობაში

ალთორპი - როგორ სახლში ცხოვრობდა პრინცესა დაიანა ბავშვობაში

საოცარად ნათელი და არაჩვეულებრივი ადამიანის, თავისი დროის ყველაზე გამორჩეული და სათნო ბუნების ინგლისის დედოფლის - დაიანას ბავშვობის სახლი არის ალთორპი.

ალთორპი სპენსერების ხუთსაუკუნოვანი საოჯახო ქონებაა, რომელსაც ამჟამად დიანას ძმა, ჩარლზ სპენსერი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი გაკვრით გამოჩნდა Netflix-ის The Crown-ის წინა სეზონებზე, უკვე ათეული წლებია, ის საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს როგორც აწ გარდაცვლილი, ყველასთვის საყვარელი პრინცესა დაიანას აქ გატარებული ბავშვობის წლების და ბოლო განსასვენებელი ადგილის გამო.

როდის არის ღია ალთორპი?

ალთორპს აქვს ძალიან შეზღუდული დრო მათთვის, ვისაც სურს დაათვალიეროს პრინცესას ბავშვობის სახლი და კარ-მიდამო. ალთორპი ღიაა საზოგადოებისთვის მხოლოდ ზაფხულობით, ჩვეულებრივ, ივლისსა და აგვისტოში.

2023 წელს, Althorp House ღია იყო სტუმრებისთვის 3 ივლისიდან 31 აგვისტომდე.

„ალთორპი ევროპული ავეჯის, ფერწერისა და კერამიკის ერთ-ერთი საუკეთესო კერძო კოლექციების დემონსტრირებაა. ამ ბრწყინვალე სახლის თითოეულ ოთახს (სახლში დაახლოებით 90 ოთახია) თავისი მომხიბლავი ისტორია აქვს“ - წერს დაიანას ძმა ჩარლზი. მან ასევე ინსტაგრამზე წინასწარ გამოაქვეყნა, რომ ადგილი ღია იქნებოდა 2023 წლის ზაფხულისთვის.

2024 წლის თარიღები ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ სახლის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ: "ალთორპი მოუთმენლად ელოდება სტუმრებს 2024 წლის ზაფხულშიც", რაც ცხადყოფს, რომ ისინი კვლავ აპირებენ მიიღონ დამთვალიერებლები.

წესისამებრ, სახლი ღიაა შუადღიდან საღამოს 5 საათამდე ყოველ დღე, თუმცა მნახველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახლში ბოლო შესვლა 15:30 საათზეა.

ალთორპის საკარმიდამოს დასათვალიერებელი ბილეთები ხელმისაწვდომია 17,50 ფუნტიდან, ხოლო ოთახების დასათვალიერებელი ბილეთების ღირებულება 25 ფუნტიდან იწყება. სპეციალური ფასებით სარგებლობენ ბავშვები და ხანდაზმულები. დამთვალიერებლებს ადგილზე  დახვდებათ კაფე და საჩუქრების მაღაზია.

პრინცესა დაიანას საფლავი საზოგადოებისთვის მიუწვდომელია.

გარდა იმისა, რომ ალთორპი პრინცესა დიანას ბავშვობის სახლია, ის ასევე არის მისი ბოლო განსასვენებელი ადგილი, მაგრამ მისი საფლავი ფართო საზოგადოებისთვის დახურულია.

სასაფლაო მდებარეობს კუნძულზე, მრგვალი ოვალის შუაგულში და არის ცალკე მემორიალური ადგილი, სადაც მუდმივად ანთია კოცონი და სადაც მხოლოდ საპატიო სტუმრებს შეუძლიათ პატივი მიაგონ უელსის გარდაცვლილ პრინცესას.

1998 წელს, დიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა პრინცესას დასაფლავებისას განაცხადა: ”ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ თავისი სილამაზითა და სიმშვიდით, ეს იყო დიანას ადგილი”.

როგორ მივიდეთ მამულში?

Althorp, რომელიც ლონდონიდან დაახლოებით საათნახევრის სავალ მანძილზე მდებარეობს, მარტივად მიხვალთ მსუბუქი მანქანით, თუმცა ოფიციალურ გვერდებზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია მოგზაურებისთვის, რომლებიც ჩამოდიან მანქანით, ავტობუსით, მატარებლით, ან თუნდაც ველოსიპედით. განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორია აგვისტოს თვეში, ამიტომაც ადგილობრივი გიდები ბილეთების ყიდვას წინასწარ გვირჩევენ.