მას შემდეგ, რაც დედოფალმა ვიქტორიამ საქორწინო თეთრი კაბის პოპულარიზება მოახდინა, ეს აქსესუარი, ქალებისა და მათი ცხოვრების გამორჩეული დღის განსაკუთრებულ აქსესუარად იქცა და ასეა დღემდეც!
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნებისმიერს შეუძლია ისე აღნიშნოს ეს განსაკუთრებული დღე, როგორც თავად სურს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერის კაბის შერჩევა სულაც არ არის აუცილებელი, მეტიც, შეიძლება ვიხილოთ დედოფალი საცურაო კოსტიუმში ან შარვალსა და პიჯაკში, თეთრი კაბა მაინც არ კარგავს აქტუალობას და იგი არის და იქნება იმ მნიშვნელოვანი დღის მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელსაც ქორწინება ჰქვია!
TREND. გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების საქორწინო კაბებს, რომლებიც დროსთან ერთად ტრენდულობას და დახვეწილობას არ კარგავს და რომელთაგან ბევრმა, ათწლეულებს გაუძლო!
1. ქეით მიდლტონი
ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა დღემდე ბრწყინვალედ და ერთ-ერთ საუკეთესო კაბად მიიჩნევა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სამეფო ქორწილისთვის იგი ოდნავ მოკრძალებულია. კაბის დიზაინი სარა ბარტონს ეკუთვნის ალექსანდრე მაქუინისთვის.
2. გრეის კელი
ამერიკელმა მსახიობმა, პრინცთან ქორწინებისას, არჩევანი არა ძვირადღირებულ დიზაინერზე, არამედ, დამწყებ მკერავზე შეაჩერა MGM სტუდიოდან. აბრეშუმის, ულამაზესი მაქმანისა და მარგალიტის წყალობით, გრეის კელის კაბა ნამდვილი პრინცესას შესაფერის კაბად ითვლება დღესაც და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კაბების ჩამონათვალშიც გვხვდება!
3. გვინ სტეფანი
გვინ სტეფანის თავისი ექსტრავაგანტული სტილი არც ქორწილისას დაურღვევია და ვარდისფერში გაფორმებულ დიორის კაბაში გამოცხადდა. მას შემდეგ, ასეთი კაბის იდეა ძალიან ბევრმა დედოფალმა აიტაცა!
4. კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანის ეს საქორწილო კაბა ნახევარი მილიონი დაჯდა და იგი სპეციალურად მისთვის Givenchy-მ შექმნა. კაბა ძალიან მოდური და დახვეწილია და მსოფლიოს საუკეთესო საქორწინო კაბებს შორის ერთ-ერთია.
5. ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორიასა და ფეხბურთის ღმერთის, დეივიდის ქორწილისთვის კაბა ვერა ვანგის მიერ შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორია, მის საქორწინო კაბას, თავისი ქალიშვილისთვის ინახავს!
6. ოდრი ჰეპბერნი
მელ ფერერთან ქორწინებისას, ოდრი კლასიკური 50-იანი წლების სტილის საქორწინო კაბაში გამოეწყო და თავზე ყვავილების გვირგვინიც მოირგო. მუხლებამდე კაბა, ვიწრო ყელითა და ულამაზესი ხელებით პიერ ბალმეინმა შექნა სპეციალურად ოდრისთვის.
7. ენნ ჰეტევეი
ენნ ჰეტევეი თავისი ქორწილის პრინცესად შერაცხეს ვალენტინოს მიერ შექმნილი ულამაზესი საქორწინო კაბის დამსახურებით. ბუნებრივია, იგი არც ჰოლივუდის პრინცესობაა მარტივი საქმე, თუმცა ენნი და მისი უმშვენიერესი კაბა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა და დღემდე, საუკეთესო კაბათა ჩამონათვალში გვხვდება!
8. ელიზაბედ ტეილორი
როცა ელიზაბედ ტეილორი მეოთხედ გათხოვდა და ედი ფიშერს გაჰყვა ცოლად, მან გარდერობში დატოვა, თავისი სამი ულამაზესი თეთრი კაბა და პასტელისფერი მწვანე, მუხლამდე, სადა კაბით შეიმოსა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ იგი ულამაზესი იყო და მისი კაბაც, ერთ-ერთი გამორჩეული, სხვა გამორჩეულ კაბებს შორის!
9. ქეით მოსი
ქეით მოსი ჯეიმი ჰინსთან ქორწინებისას კლასიკურ და სადა, ჯონ გალიანოს საქორწინო კაბაში გამოეწყო, რომელიც გაჯერებული იყო შიფონითა და ულამაზესი დეტალებით!
10. მია ფაროუ
ეს იყო 60-იანები!
ამ პერიოდის ცნობილი ადამიანები, როგორც ჩანს, იმოსებოდნენ მუხლებამდე საქორწინო კაბებით და არც მია ყოფილა გამონაკლისი, როცა რანკ სინატრაზე ქორწინდებოდა! იგი თავის მოკლე თეთრ კაბაში, რომელსაც მოკლე პიჯაკი ამშვენებდა შეუდარებელი დედოფალი გახლდათ!
თემები: სტილი, მოდა, ქორწილი, ქალი, ტრენდი, ქალები, საქორწინო კაბა, საუკეთესო დედოფლები, საუკეთესო საქორწინო კაბები
Trend.ge