LIFE

ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანების 11 ჩვევა

ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანების 11 ჩვევა

როდის და რატომ გრძნობს ადამიანი თავს უბედურად, ან რატომ არის ცხოვრებით უკმაყოფილო?

სტენფორდის ცნობილმა კვლევამ შეისწავლა საგნები და დაადგინა, რომ ცხოვრებით უკმაყოფილება დაკავშირებულია არაჯანსაღ კეთილდღეობასთან და ხანმოკლე სიცოცხლესთან.

ზუსტად მაშინ, როცა ადამიანებს ცხოვრება უჭირთ, ან რამე სირთულეს აწყდებიან, თავს ყველაზე უბედურად გრძნობენ.

1. რა იქნება ხვალ?

თუ ხშირად უმეორებთ საკუთარ თავს: „მე ვიქნები მხიარული, როცა…“ (ძვირადღირებული მანქანის, ან მდიდრული სახლის შეძენას შეძლებთ) - დაიმახსოვრეთ, ეს არის ერთ-ერთი ნეგატიური ჩვევა, რომელსაც უნდა დაემშვიდობოთ.
არ დახარჯოთ ენერგია იმაზე, თუ რა იქნება ხვალ, იფიქრეთ რა გზებით მიაღწიოთ ბედნიერებას.

2. მატერიალური ნივთები.

ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანებისთვის ბედნიერება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ასოცირდება. მათ ავიწყდებათ, რომ მატერიალურ ნივთებს არ მოაქვს ბედნიერება.
უმჯობესია ინვესტიცია ჩადოთ მეგობრებში, ოჯახის წევრებსა და ახლობლებში.

3. განმარტოება.

როდესაც თავს ცხოვრებისგან უკმაყოფილოდ იგრძნობთ, ეცდებით განმარტოვდეთ. ადამიანებს, ხანდახან გვაქვს განმარტოების სურვილი და ეს ნორმალურია, მაგრამ როგორც კი ეს ჩვევად გადაგექცევათ, ეს დაანგრევს თქვენს ემოციურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას. აიძულეთ თავი გადაეჩვიოთ ამას და მაშინვე დაინახავთ პოზიტიურ ცვლილებას.

4. საკუთარი თავის მსხვერპლად მიჩნევა.

ბევრი ფიქრობს, რომ ცხოვრება თავის კლანჭებში აქცევს და არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. ამგვარი მსჯელობა ადამიანში დაუცველობის განცდას აღვივებს. არ მისცეთ ამის უფლება საკუთარ თავს და სცადეთ ახალი და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა.

5. ნეგატივი.

ნეგატიური აზრების განდევნა ძნელია მანამ, სანამ არ მიხვდებით, თუ რამდენად უსარგებლოა ისინი. აიძულეთ საკუთარ თავს იფიქროთ ამაზე და დაინახავთ, რომ ყველაფერი არც ისე საშინლადაა, როგორც გეჩვენებათ.

6. წუწუნი.

ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანისთვის წუწუნი არის თვითგანმტკიცების გზა. გამუდმებით წუწუნით და იმაზე ფიქრით, რამდენად საშინელებაა თქვენი ყოფა, კიდევ ერთხელ ადასტურებთ თქვენს უარყოფით თვითრწმენას.

7. პასიურობა.

მიზნების დასახვის, სწავლისა თუ საკუთარი თავის რეალიზებისთვის, ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები არაფერს აკეთებენ, ისინი უბრალოდ მიყვებიან დინებას და უკვირთ, რატომ არ იცვლება არაფერი მათ ცხოვრებაში, იმის ნაცვლად, რომ განსაზღვრონ მიზნები, ისწავლონ და რეალიზდნენ.

8. კრიტიკულობა.

ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ცხოვრებით, ჩვეულებრივ კრიტიკულად აფასებენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც. ისინი მუდმივად განსჯიან სხვებს და უარყოფით შენიშვნებს გასცემენ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა კი ძალზედ მოსაწყენია.

9. საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება.

უბედური ადამიანები საკუთარ თავს წარმატებულ ადამიანებს ადარებენ და იპყრობთ ეჭვი თუ სიძულვილი იმის გამო, რომ სხვები წარმატებულები არიან, თავად კი ყველაფერში ხელმოცარულები.

10. უპერსპექტივობის განცდა.

ბედნიერი ადამიანები ეწინააღმდეგებიან ნეგატიურ ფიქრებს და მომავლის ბედნიერად მოწყობაზე ფიქრობენ, უბედური ადამიანები კი მუდმივად სტრესსა და შიშში ცხოვრობენ და საშინელი უპერსპექტივობის განცდა აწუხებთ, თუმც, ამის გამოსასწორებლად თავს არ იტკივებენ.

11. წყენის გულში ჩადება.

ბედნიერი და წარმატებული ადამიანები ადვილად პატიობენ და არასოდეს იდებენ გულში წყენას, ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანებს კი უჭირთ პატიება და წყენის დავიწყება, ისინი გულში ღრმად და დიდხანს იდებენ წყენას.