თუ გინდათ რომ ურთიერთობა მყარი იყოს - 10 მაგიური სიტყვა,რომელიც საყვარელ ადამიანს აუცილებლად უნდა უთხრათ
- 17.02.2017
სასიყვარულო ურთიერთობა და მისი დიდი ხნით შენარჩუნება საკმაოდ რთულია. თუ ის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ძალიან გიყვართ და გსურთ რომ თქვენი სიყვარული წლების შემდეგაც იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც დასაწყისში, ეს მაგიური სიტყვები უნდა გამოიყენოთ.
1. გთხოვ
როცა გსურთ, რომ მას რაიმე გააკეთებინოთ, აუცილებლად გამოიყენეთ სიტყვა „გთხოვ“. დარწმუნებული იყავით რომ ის თქვენს თხოვნას შეასრულებს.
2. მადლობა
როცა ის თქვენთვის ქათინაურებს არ იშურებს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია ურთიერთობაში ხართ, არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა;
3. მიყვარხარ
ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ერთად არიან, ერთმანეთს აღარ ეუბნებიან რომ უყვართ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ საყვარელ ადამიანს ხშირად უთხრათ ეს ჯადოსნური სიტყვა. უთხარით მას ეს ისე ხშირად, რამდენადაც შესაძლებლია.
4. გაფასებ
თუ მისთვის თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ, მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით დაგიდგეთ, აუცილებლად უთხარით რომ აფასებთ ამას. ის ჩათვლის, რომ სასურველია;
5. ვგრძნობ
როდესაც მასზე ბრაზდებით, ნუ ეტყვით რაიმე სულელურს. უთხარით რომ გრძნობთ მის თავს ყველაფერი კარგად არ არის.
6. ბოდიში
არ იფიქროთ რომ მან იცის როგორ წუხხართ, უთხარით ეს სიტყვა ხმამაღლა. ის ასე უფრო მნიშვნელოვან ადამიანად ჩათვლის თავს.
7. გაპატიე
თუ ის ბოდიშს მოგიხდით აუცილებელია იცოდეს, რომ აპატიეთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ის რამდენიმე დღე ნაღვლიანი დადიოდეს თქვენ გარშემო.
8. ჩვენ
თუ, დავუშვათ თქვენი ბინის შესახებ ამბობთ - „ჩემი ბინა“ და არა „ჩვენი“, ამან შეიძლება პრობლემები წარმოშვას. თუ გსურთ, რომ ურთიერთობა იყოს სამუდამო, დაიწყეთ ფიქრი როგორც ერთმა გუნდმა.
9. ბედნიერი ვარ
ყოველთვის გახსოვდეთ რა ბედნიერი ხართ ის რომ გყავთ. აუცილებლად გააგებინეთ მასაც ამ ბედნიერების შესახებ.
10. მენატრები
როდესც გენატრებათ, აუცილებლად უთხარით ამის შესახებ. ის უკეთეს ხასიათზე დადგება.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, მამაკაცები, ბედნიერი წყვილი, სექსუალური მიზიდულობა, ქალები
<a href="http://love.allwomenstalk.com">http://love.allwomenstalk.com</a>