თუ დილის რუტინას სწორად დაგეგმავთ, დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ
- 19.02.2024
სწორად დაგეგმილი დილის რუტინა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს პროდუქტიულობასა თუ თავდაჯერებულობაზე და იმაზეც, როგორი იქნება თქვენი დღე.
დილის რუტინა ხელს უწყობს პრიორიტეტების განსაზღვრას, დროის ეფექტურ მენეჯმენტსა და მეტ პროდუქტიულობას. ყოველივე ეს დადებითად აისახება თვითეფექტურობაზე და თავდაჯერებულობაზე.
პროდუქტიულობა
თავის მხრივ, პროდუქტიულობა ის კი არ არის, თუ რამდენს ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ აღებულ საქმეს.
დღის დასრულება 10 ნახევრად შესრულებული ამოცანით ბევრად განსხვავებულია, ვიდრე 6 კარგად შესრულებული დავალება და სიამაყის განცდა.
რჩევები დილის ეფექტური რუტინისთვის:
დანიშნეთ გონივრული დრო გაღვიძებისთვის;
არ დააჭიროთ მაღვიძარას „გაჩუმების“ ღილაკს;
დაუთმეთ თქვენს რუტინას 30-დან 90 წუთამდე;
იმოძრავეთ;
თუ ახალგაღვიძებული საწოლში სოციალური ქსელების დათვალიერების ნაცვლად ფეხზე წამოდგებით და სხეულის გაჭიმვით ან იოგით დაკავდებით, ეს შესანიშნავი ნაბიჯი იქნება დღის ენერგიულად დასაწყებად.
ივარჯიშეთ სიწყნარეში.
დილის რუტინისთვის ძალიან კარგია სიწყნარეში ვარჯიში.
უძრაობის ვარჯიში გვეხმარება ვისწავლოთ როგორ აღვიდგინოთ ენერგია.
კარგი მაგალითია მედიტაცია, ლოცვა, სუნთქვითი ვარჯიშები.
ჯანსაღი საუზმე.
ბავშვობიდან გვესმის, რომ კარგი დღე იწყება კარგი საუზმით.
მართლაც, ჯანსაღი საუზმე საშუალებას გვაძლევს ვიკვებოთ სრულფასოვნად და ვიყოთ მეტად ენერგიული.
ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები საკვებთან დაკავშირებით.
დაუთმეთ დრო ჯანსაღი საუზმის მომზადებას და მირთმევას.
ჯანსაღი საკვები მოიცავს ცილებს, ხილს და მთლიან მარცვლეულს.
იყავით მიზანმიმართული.
იყავით მიზანმიმართული იმის გადაწყვეტაში, თუ სად უნდა წავიდეს თქვენი ენერგია და ძალისხმევა.
იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, როცა გეგმავთ თქვენს დღეს.
გახსოვდეთ, ყველაფერი არ შეიძლება იყოს პრიორიტეტული.
დაგეგმეთ დილის რუტინა გონივრულად.
იყავით მოქნილი.
იყო მოქნილი ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია საკუთარ თავში იპოვო და ფოკუსირდე იმაზე, რაც კარგად მუშაობს და გაუშვა ის, რაც არ მუშაობს.
გახსოვდეთ, თქვენ მისდევთ დილის რუტინას, რათა იცხოვროთ ნაყოფიერად და მშვიდად და არა იმისთვის, რომ იცხოვროთ სტრესით და შფოთვით!
დაგეგმეთ ღამით.
თუ არ ხართ დილის ადამიანი და ადრე ადგომა თქვენი „აქილევსის ქუსლია,“ შეიძლება სასარგებლო იყოს ამ პროცესის დაწყება წინა ღამით.
შეგიძლიათ დაიწყოთ მარტივი იდეებით, მაგალითად - ტანსაცმლის გაშლა მეორე დღისთვის, საუზმის მომზადება, ან ლანჩის წინასწარ შეფუთვა, რისთვისაც დილით საკუთარ თავს მადლობას გადაუხდით.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია