სილამაზე

მიცელარული წყლის 7 საყოფაცხოვრებო დანიშნულება, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ

მიცელარული წყლის 7 საყოფაცხოვრებო დანიშნულება, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ

მიცელარულ წყალს შეუძლია არა მხოლოდ მოგაშოროთ მაკიაჟი, არამედ გახდეს თქვენი მარჯვენა ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ გაგაცნობთ ამ პროდუქტის გამოყენების განსხვავებულ გზებს, რომელზეც შესაძლოა აქამდე არც იცოდით.

ის შესაფერისია არა მხოლოდ სილამაზისთვის, ასევე ეფექტურად უმკლავდება ბევრ საყოფაცხოვრებო დავალებას, რაც დიასახლისებს უმარტივებს სახლის დასუფთავების პროცესს.

მიცელარული წყალი შეიცავს მიცელებს, იგივე სურფაქტანტებს, რომლებიც დელიკატურად აშორებენ ჭუჭყს და ცხიმს ზედაპირიდან.

ასუფთავებს თეთრი ფერის ფეხსაცმელებს.

ღია ფერის და განსაკუთრებით თეთრი ფეხსაცმლის სისუფთავის შენარჩუნება ადვილი არ არის. მიცელარული წყალი კი ამ პროცესს გაგიმარტივებთ. მშრალი ფუნჯით გახეხეთ ფეხსაცმელი ზედმეტი ჭუჭყის მოსაშორებლად. დაასველეთ ბამბის დისკი მიცელარული წყლით და დაიტანეთ დაბინძურებულ ადგილებში. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

ნაზად ასუფთავებს ტყავს.

მიცელარული წყალი შესანიშნავი საშუალებაა ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმლის, ჩანთის, ხელთათმანებისა თუ სხვა ნივთების გასასუფთავებლად. ეს კოსმეტიკური პროდუქტი ეფექტურად უმკლავდება მბზინავ, ცხიმოვან ადგილებს. დელიკატური შემადგენლობის გამო, ნივთზე არ რჩება ნაკაწრები, ზოლები და არ ზიანდება ფერი.

აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს ტანსაცმლიდან.



ბევრი გოგონა განიცდის დისკომფორტს შარფზე ან ბლუზის საყელოზე ტონალური კრემის ან წითელი პომადის კვალის გამო. მიცელარული წყალი იდეალურია ამ პრობლემის გადასაჭრელად. დაასველეთ ბამბის საფენი და გაასუფთავეთ შეღებილი ადგილი, შემდეგ კი თბილი წყლით გარეცხეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

ასუფთავებს შუშებს აბაზანაში.



მიცელარული წყალი ხელს უწყობს აბაზანის შუშის ზედაპირებიდან ნადების სწრაფად მოცილებას. დაასველეთ სინთეზური საწმენდი ქსოვილი პროდუქტით და გაწმინდეთ სარკეები. ხოლო ქრომირებულ ონკანებზე მისი გამოყენების შემდეგ ხისტი წყლისგან წარმოქმნილი ნადები შემცირდება.

შლის მარკერით ნაწერს.

თქვენს პატარებს თუ კედლებზე ხატვა უყვართ, აქაც მიცელარული წყალი დაგეხმარებათ. უმჯობესია მისი გამოყენება კედელზე მოხატვისთანავე, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ. დაასველეთ ბამბა მიცელარული წყლით და ნაზად წაუსვით ნაწერზე. მართალია, ძველი ნახატების ამოღება გაგიჭირდებათ, მაგრამ მათ ოდნავ მაინც გააფერმკრთალებს.

აშორებს წებოვან ფენას ჭურჭლიდან.

ახალი ჭურჭლიდან ფასმაჩვენებლის მოშორება ხშირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დაასხით პროდუქტი წებოვან ადგილზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ფრთხილად მოაშორეთ დარჩენილი წებოვანი სტიკერი.

ასუფთავებს ტელეფონის ეკრანს და ტელევიზორის პულტს.

ხელებით მუდმივი კონტაქტი ტოვებს ცხიმიან კვალს მოწყობილობაზე, რომელიც შემდეგ ჭუჭყით იფარება. შეგიძლიათ სწრაფად გაასუფთაოთ დაბინძურებული ტელეფონი ან ტელევიზორის პულტი მიცელარული წყლის გამოყენებით. გარდა ამისა, ის დეზინფექციასაც უკეთებს ზედაპირს, რაც არასდროს არის ზედმეტი.