LIFE

სირცხვილის ფსიქოლოგია და მისი დაძლევის გზები

სირცხვილის ფსიქოლოგია და მისი დაძლევის გზები

სირცხვილი უსიამოვნო განცდაა, რომელსაც უღირსი საქციელის ჩადენა ან უხერხულ, სათაკილო მდგომარეობაში ყოფნა იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ სირცხვილი ნეგატიური ემოციაა, ის დიდ როლს თამაშობს ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში და ერთგვარი ევოლუციური ინსტრუმენტია, რომელიც გვაკონტროლებს, თუმცა სირცხვილის ზედმეტად მძაფრი განცდა, ხშირად უარყოფითად აისახება ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

სირცხვილის სიმპტომები

ქვემოთ მოცემულია სირცხვილის სიმპტომები ფსიქიატრ პიტერ ბრეგინის წიგნის მიხედვით - „დანაშაული, სირცხვილი და შფოთვა“. ესენია:
შფოთვა, დეპრესია;
წუხს, რას ფიქრობენ სხვები მასზე;
უკონტროლოდ წითლდება, ან ეშინია სულელურად არ გამოიყურებოდეს;
ნერვიულობს, თუ პატივისცემით არ ეპყრობიან;
ეთაკილება საკუთარი აზრის გამოთქმა;
მუდმივად განიცდის დაბალ თვითშეფასებას;
არ სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

სირცხვილის მიზეზები

არსებობს სირცხვილის სხვადასხვა პოტენციური მიზეზი:
ბავშვობის ტრავმა ან უგულებელყოფა;
ფსიქიკური ჯანმრთელობის ნებისმიერი დარღვევა, რომელიც მოიცავს თვითკრიტიკას ან განსჯას;
საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დაწესება;
ბულინგი;
წარუმატებლობა;
სხვებისგან უარყოფა ან ურთიერთობის შესუსტება;

სირცხვილის გავლენა

სირცხვილს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანზე. შეიძლება იგრძნოთ საზოგადოებისგან, რომ რაღაც ნაკლი გაქვთ; ამის გამო ნეგატიურად განეწყოთ და თავდაცვის მიზნით თავად დაიწყოთ სხვების დამცირება, დაჩაგვრა. უფრო მეტიც, შეიძლება გაზარდოთ თქვენი ეგო, რათა შეფუთოთ დაბალი თვითშეფასება და თავი ნარცისულ პიროვნებად წარმოაჩინოთ. ასევე შეიძლება შეგიპყროთ დეპრესიამ, შეგაწუხოთ სიცარიელის, მარტოობის ან დაღლილობის შეგრძნებამ, გაგიჭირდეთ ადამიანების ნდობა.

სირცხვილის დაძლევის სამი ძირითადი ნაბიჯი არსებობს:

სირცხვილის შესწავლა.
 სირცხვილის მიღება.
მიმღებლობის მიღწევა.

გამოიკვლიეთ სირცხვილის მიზეზები

პირველი ნაბიჯი სირცხვილის დასაძლევად არის იმის გაგება, თუ რა არის ეს ყველაფერი, რა მიზეზებმა გამოიწვია, რადგან შეუძლებელია სირცხვილისგან განკურნება, თუ არ ამოიცნობთ მას.

სირცხვილის ამოცნობის ერთ-ერთი გზაა, დაიწყოთ ყურადღების მიქცევა თქვენს ემოციებზე სხვადასხვა სიტუაციებში. კერძოდ, როდის გიტევთ სირცხვილის გრძნობა? და როცა სირცხვილს გრძნობთ, როგორ რეაგირებთ, ან როგორ გრძნობთ თავს?

თუ არ ხართ დარწმუნებული, ჩამოწერეთ თქვენი განცდები სირცხვილის დროს. დაწერეთ ნებისმიერი გრძნობა ან აზრი, რომელიც გაქვთ სირცხვილთან დაკავშირებით და გაიხსენეთ, როგორ რეაგირებდით წარსულ სიტუაციებზე.

შემდეგ დააკვირდით, როგორ მოქმედებს წარსული სირცხვილი დღეს თქვენზე? რა გასწავლათ წარსულმა გამოცდილებამ?
სირცხვილის მიზეზების გარკვევა არის გზა, თავი დააღწიოთ ამჟამინდელ თქვენი თავის ჩრდილს. იმისთვის, რომ გაუშვათ და დაძლიოთ სირცხვილი, აუცილებელია მისი დღის შუქზე გამოტანა და მისგან გათავისუფლება.