ემოციური ინტელექტი არის უნარი გამოვიცნოთ და გავიგოთ როგორც საკუთარი, ისე სხვების ემოციები.
როგორც ფსიქოლოგიის ექსპერტები ამბობენ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ფრაზებს ყოველდღე და თანაც ზედმეტი ფიქრის გარეშე ამბობთ, გაცილებით მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ, ვიდრე სხვებს.
"შეგიძლია მითხრა მეტი ამის შესახებ?"
ადამიანები, რომლებსაც დაბალი თვითშეგნება აქვთ, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებზე ზრუნავენ და სხვების აზრებს უგულებელყოფენ, მაგრამ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ასევე აინტერესებთ გარშემომყოფთა შინაგანი სამყარო.
"მე მესმის შენი"
ვინმეს უთხრათ, რომ თქვენ იზიარებთ მის ემოციას, ან მის ამბავს, ქმნის მეგობრულ ატმოსფეროს და ჯანსაღ ემოციურ კომფორტს. სხვა მსგავსი ფრაზები, როგორიცაა: „მესმის, რასაც გულისხმობ“ და „მესმის, რასაც აკეთებ“, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ნამდვილად აქცევთ ყურადღებას სხვებს.
"მესმის რასაც ამბობ, მაგრამ..."
ეს ფრაზა ხაზს უსვამს ემოციური ინტელექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: რთულ ადამიანებთან ან სიტუაციებთან ურთიერთობისას საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის უნარს.
”შეგიძლია ამიხსნა?”
ამ ფრაზით აცნობებთ თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ აცნობიერებთ მის სირთულეებს და სთხოვთ მას, გაესაუბროთ თავისი პრობლემის თუ სირთულის შესახებ და სთავაზობთ დახმარებას.
"რას გულისხმობთ?"
ახსნა-განმარტების მოთხოვნით უდასტურებთ ადამიანს, რომ გაინტერესებთ მისი სრულად და სწორად გაგება და არა მხოლოდ ის, რომ მან ისაუბროს და თქვენ მოუსმინოთ გააზრებული მზერით, ასევე ცდილობთ დახმარების ხელიც გაუწოდოთ.
თავისუფლად გამოიყენეთ ეს ფრაზა და არასოდეს მოგერიდოთ მისი წარმოთქმა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მოსაუბრეს გაურკვეველი გამომეტყველება ექნება.
„ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ“.
ამ ჩვეულებრივ ფრაზას შეუძლია დაეხმაროს პრობლემური სიტუაციების დიპლომატიურად გადაჭრაში, სხვადასხვა თვალსაზრისის არსებობის უფლების აღიარებით. როდესაც მეორე მხარეს მოუწოდებთ, გაიზიარონ თავიანთი აზრები რაიმე თემაზე, პოტენციური პრობლემების გადაწყვეტა ბევრად უფრო სწრაფად და ოპერატიულად ხდება.
"სიამოვნებით მოვისმენ შენს აზრს"
მსგავსი ფრაზები, როგორიცაა "შეგიძლია მომცე რჩევა?" ან „წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თუ გთხოვ ამ თემაზე საუბარს?“ - ოქროს სიტყვებად ითვლება. ყოველივე ამის შემდეგ, სწორედ მათი მეშვეობით აძლევთ საშუალებას სხვას იამაყოს საკუთარი თავით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აიძულებთ მას, პოზიტიურად იფიქროს თქვენზე.
"ეს სიტუაცია მაწუხებს"
როდესაც პრობლემა ჩნდება, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ არა მათზე, ვინც მის გამოწვევაში მონაწილეობდა, არამედ მთლიანად სიტუაციაზე. გამოდის, რომ თქვენ არ ადანაშაულებთ ვინმეს ან არ პროვოცირებთ მას თავდასხმებისგან თავის დასაცავად, არამედ იწყებთ სირთულეების დაძლევას.
”ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ…”
ადამიანს, რომელსაც აქვს განვითარებული ემოციური ინტელექტი, აქვს უნარი გამოამჟღავნოს საკუთარი გრძნობები, როდესაც ის წარმოიქმნება. ამ ტიპის თვითშემეცნება საშუალებას გაძლევთ უფრო თავისუფლად გაიზიაროთ ემოციები, რათა არ შემოუშვათ თქვენში წყენა და არ დაგიგროვდეთ ნეგატივი.
"ძალიან ვწუხვარ"
სინანულის გამოხატვა იმაზე მეტყველებს, რომ შეგიძლია აღიარო შენი შეცდომები ან თანაუგრძნო ადამიანებს. ზოგს რამდენიმე კვირა, თვე და წლებიც კი სჭირდება საკუთარი შეცდომების აღიარებისთვის - მათ მაღალი ემოციური ინტელექტის მფლობელების სიაში ვერ ჩავწერთ, რადგან ასეთმა ადამიანებმა უბრალოდ არ იციან როგორ ინანონ თავიანთი შეცდომები.
"მადლობა!"
მადლიერების ღიად გამოხატვა უფრო სერიოზულ როლს თამაშობს ადამიანებს შორის ურთიერთობებში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ეს არის ადამიანის ძალისხმევისა და მიღწევების ერთგვარი აღიარება, რომლითაც უქებთ მის ქცევას ან აზრს.
მადლიერება და სიკეთე არა მხოლოდ ემოციური ინტელექტის ნიშანია, არამედ სხვების მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნიშანიც, რაც აიძულებს ადამიანებს იმავენაირად პატივისცემით და მადლიერებით მოგექცნენ.
თემები: თანაგრძნობა, ემოციურობა