მართალია ბევრს წვიმიანი დღე გუნება-განწყობას უფუჭებს, მაგრამ არის რაღაც რომანტიკული გაზაფხულის შხაპუნა წვიმაში. წვიმიანი დღის გასატარებლად ისეთივე სახალისო გზა არსებობს, როგორიც მზიან დღეებში.
ჩვენ გვიყვარს წვიმის ყურება სახლის ფანჯრებიდან. თბილ პლედშემოხვეულებს და საინტერესო ფილმების ყურება. წვიმიანი დღე ცოტათი უდარდელ დღეებსაც კი ქმნის.
ჩვენ გასწავლით როგორ აიმაღლოთ განწყობა წვიმიან და ნაცრისფერ დღეებში.
1. მოიწყვეთ ბუდე
ამოირჩიეთ თქვენი საყვარელი ადგილი სახლში და მოიწყვეთ „ბუდე“, „ბუნაგი“, სადაც თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ. კარგი იდეაა დივნის ბალიშების და პლედების გამოყენება. ბუნაგი კიდევ უფრო მყუდრო და სასიამოვნოა, როცა გარეთ წვიმს.
2. ინებივრეთ
წვიმიანი დღე შესანიშნავი გზაა განტვირთოს თქვენი დაძაბული სოციალური კვირა. კარგი იქნება თუ წვიმიან დღეს გამოიყენებთ თავის მოვლის რუტინისთვის. იქნება ეს სახის ნიღბები, აბაზანა, ფრჩხილების მოვლა, თმის დატენიანება თუ სხვა რამ. წვიმიანი დღე ერთგვარი განტვირთვა და ნებივრობა გახადეთ თქვენი სხეულისთვის.
3. ითამაშეთ გუბეებში
უბრალოდ გადით გარეთ შხაპუნა წვიმაში და ბავშვივით იხტუნავეთ გუბეებში. ეს დაგიკლამყოფილებთ ბავშვობის ნოსტალგიას და შვებას მოგგვრით.
4. შეადგინეთ ფოტო ალბომი
წვიმიანი დღე ნიშნავს დროის გამოყოფას იმ საქმისთვის, რის გაკეთებასაც ჩვეულებრივ ვერ ვახერხებთ. ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა, რითაც შეგიძლიათ გაატაროთ შუადღე, არის ფოტოალბომის შედგენა. შეაგროვეთ ყველა თქვენი საყვარელი ფოტო და მოათავსეთ ისინი სამახსოვრო ალბომში.
5. სამაგიდო თამაშები
წვიმიანი დღეები შესანიშნავი საბაბია მოწყობილობების გამორთვის, ოჯახის შეკრებისა და კარგი ძველმოდური სამაგიდო თამაშების რამდენიმე რაუნდის გასათამაშებლად.
ყველა ოჯახს ჰყავს თავისი ფავორიტები (რომლებიც ყოველთვის გარანტირებულია ერთმანეთის კონკურენტული მხარის გამოვლენაში!). თუ წვიმიანი შუადღე გაქვთ დაგეგმილი არაფრის გარეშე, სამაგიდო თამაში არის ის, რაც საშუალებას მოგცემთ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო ოჯახის წევრებთან ერთად.
6. უყურეთ საყვარელ ფილმს
წვიმიან დღეს თავისი დადებითი მხარეები აქვს. ამ დღეს სულაც არაა საჭირო თავი დამნაშავედ იგრძნოთ იმის გამო, რომ ცოტათი ზარმაცი ბუნება გაქვთ.
გამოიყენეთ უნაყოფო ამინდი, როგორც საშუალება, უყუროთ საყვარელ ფილმს ოჯახთან ერთად. შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი ფილმები, შეგიძლიათ კინომარათონადაც კი გადააქციოთ სახლი, თუ მთელი დღე წინ გაქვთ და დატკბეთ ცისფერი ეკრანით.
7. მოამზადეთ გემრიელი კერძები
გაქვთ რეცეპტი, რომლის მომზადებაც ყოველთვის გინდოდათ და დროის დეფიციტის გამო ვერ ახერხებდით? შეგიძლიათ ამისთვის წვიმიანი დღე გამოიყენოთ. მოამზადეთ ახალი და უცხო კერძი და დაპატიჟეთ მეგობრებიც და დღე მათთან ერთად სასიამოვნოდ გაატარეთ.
8. წაიკითხეთ
ცოტა რამე თუ სჯობს წვიმიან დღეს საინტერესო წიგნის წაკითხვას. კითხვა მარტივი, დამამშვიდებელი და მედიტაციური დასასვენებელი აქტივობაა და კარგ წიგნთან ერთად სულ რამდენიმე წუთიც კი მალე მოგგვრით სიმშვიდეს და მოგანიჭებთ ახალ, სასიამოვნო ენერგიას.
9. დაალაგეთ კარადები
წვიმიანი დღე საუკეთესო დროა ტანსაცმელების გადასარჩევად და გასაახლებლად. მოიშორეთ გამოუსადეგარი, მოძველებული და მოდიდან გადასული ნივთები.
10. მოადუღეთ არომატული ყავა
თუ თქვენ ცდილობთ ცოტაოდენი ფუფუნება შემატოთ წვიმიან დღეებს, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ფინჯანი არომატული ყავა. უბრალოდ წარმოიდგინეთ როგორ მოკალათდებით დივანზე ან დადგებით ფანჯარასთან მსუყე, ახლად მომზადებულ, არომატულ ფინჯან ყავასთან ერთად.
ეს სურათი რაღაც რომანტიკული ფილმის მსგავსია.
მშვიდ, უდარდელ და საინტერესო წვიმიან დღეებს გისურვებთ.
თემები: წვიმა