თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს თვითშემეცნების და პიროვნული განვითარების ტენდენცია - ადამიანები ცდილობენ გააუმჯობესონ არსებული უნარები, განავითარონ ახალი უნარები, გაიზარდონ და ამისთვის მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა.
TREND გიზიარებთ სასარგებლო ჩვევებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ განავითაროთ თქვენი ინტელექტი და ასევე გააძლიეროთ არსებული ცოდნა.
ლტოლვა ახალი ინფორმაციისკენ
როგორც კი ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდებით, გონება წყვეტს მუშაობას და ვარჯიშს. ახალი ინფორმაცია არის საკვები ტვინისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა აღიქვას, დაამუშაოს და ამოქმედდეს. აზროვნების კონსერვატიული ტიპი და ახალი ინფორმაციის შიში ხელს უწყობს სტაგნაციას, მეხსიერების გაუარესებას და გონებრივი სიმახვილის დაქვეითებას, ამიტომ გაეცანით ყოველდღე ახალ ამბებს და არ შეგეშინდეთ სიახლეების.
ერუდირებულ ადამიანებთან ურთიერთობა
"მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და მე გეტყვი ვინ ხარ" - ეს გამოთქმა იდეალურად შეეფერება სინამდვილეს, რადგან ჩვენი გარემო ჩვენი ინტერესების გამოხატულებაა.
თუ გარშემორტყმული ხართ მოაზროვნე ადამიანებით, აუცილებლად მოგინდებათ მიაღწიოთ მათ დონეს, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც გაგხდით უფრო ჭკვიანსა და ერუდირებულს.
გარემო, რომელიც ხელს არ უწყობს ინტელექტუალურ გამდიდრებას, უარყოფითად აისახება თქვენს მსოფლმხედველობაზე და განვითარებაზე.
კითხვა
კითხვა არა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღების მარტივი და სწრაფი გზაა, არამედ ლამაზი და კომპეტენტური მეტყველების ფორმირებისა და ინტელექტის განვითარების საშუალებაც არის.
დღეს ლიტერატურაში მრავალფეროვნებაა, შეგიძლიათ წაიკითხოთ ქაღალდის წიგნები, ელექტრონული ვერსიები და ასევე მოუსმინოთ აუდიო ტექსტებს.
მნიშვნელოვანი ფაქტების დამახსოვრება
ეს არის შესანიშნავი ვარჯიში თქვენი ტვინისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია მის სტაბილურ ფუნქციონირებასთან. დაიმახსოვრეთ თარიღები, მნიშვნელოვანი ფაქტები (ისტორიული და საინტერესო), თქვენთვის სასურველი ფილმის სიუჟეტი, ინფორმაცია მოვლენის/პროდუქტის შესახებ და შემდეგ პერიოდულად გაიხსენეთ დაგროვილი მონაცემები და გააანალიზეთ. დღეში მინიმუმ ერთი ფაქტის დამახსოვრებით, თქვენ არა მხოლოდ აფართოებთ თქვენს ცოდნას და ჰორიზონტს, არამედ ავარჯიშებთ მეხსიერებას.
ინტერესი მოვლენების მიმართ
ერთხელ ბრძენს ჰკითხეს, საიდან მიიღო ამდენი ცოდნა, მან ასე უპასუხა: „არასოდეს მეშინოდა კითხვების დასმა“. გამოიყენეთ ეს რჩევა: დასვით კითხვები, დააზუსტეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. არ შეგეშინდეთ ხალხის შეწუხება (და, რა თქმა უნდა, გახსოვდეთ, რომ იყოთ ტაქტიანი და გქონდეთ პირადი საზღვრები) - მათი უმეტესობა სიამოვნებით გაგიზიარებთ ინფორმაციას, ასე დააგროვებთ საჭირო ცოდნას.
სტანდარტული აზროვნების უარყოფა
ყველაფრის „ავტომატურად“ გაკეთება ძალიან მოსახერხებელია, რადგან ეს გზა უკვე შესწავლილია და ზედმეტი ძალისხმევა არ არის საჭირო. თუმცა, ეს არ გაგხდით უფრო ჭკვიანს, რადგან ტვინი უკვე მიჩვეულია ყველაფრის ჩვეულ რეჟიმში კეთებას.
ნუ მიჰყვებით ჩვეულ სამუშაო და ცხოვრების სტანდარტებს, მოძებნეთ ახალი გზები და გადაწყვეტილებები. ეს დაგეხმარებათ თქვენი ინტელექტუალური პოტენციალის გაუმჯობესებაში.
თემები: რჩევები ქალებს, ჩვევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია