რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2024 წლის ივნისში - ტაროს კარტის მიხედვით
- 31.05.2024
ვერძი
ვერძებო, ამ თვეში მოგიწევთ თავი დააღწიოთ გაურკვევლობებს. გაერკვიეთ თქვენს ემოციებსა და ფანტაზიებში და საერთოდაც, უმჯობესი იქნება შეეშვათ ფანტაზიებს და დაეყრდნოთ თქვენს მოსაზრებებს და არა ცვალებად ინტელექტუალურ ქარებს.
თქვენ ბევრი უნარი გაქვთ, ჩამოაყალიბოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ამისთვის ივნისი საუკეთესო დროა. დარწმუნდით საკუთარ შესაძლებლობებში და იმოქმედეთ მიზნისთვის.
კურო
კუროებო, ივნისის თვეში შესაძლოა გზაჯვარედინზე იდგეთ და სწორ გადაწყვეტილებაზე ფიქრობდეთ. ეს თვე წარმოადგენს თქვენი ამბიციების გამოვლენის საწყის ეტაპს, მაგრამ ამას მხოლოდ მას შემდეგ მიხვდებით, რაც სწორ არჩევანს გააკეთებთ.
ივნისის დასაწყისში თქვენ ბევრს იფიქრებთ სხვადასხვა ვარიანტებსა თუ შემოთავაზებებზე და გააკეთებთ სტრატეგიულ არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს კიდეც თქვენს მომავალს. ნუ დაგეზარებათ თქვენი კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, გაბედეთ და მოემზადეთ ცვლილებებისთვის! ნუ ნერვიულობთ რისკზე წასვლის გამო, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ოდესმე მიიღებთ რაიმე მნიშვნელოვან ადგილს ცხოვრებაში.
ტყუპები
ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი თვეა, ტყუპებო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივნისი გამოწვევების გარეშე იქნება. იუპიტერი გაძლევთ სიცოცხლეზე უფრო დიდ პერსპექტივას, რაც იწვევს ნდობას. თუმცა, სწორედ მაშინ, როცა ყველაზე წარმატებული ხართ, თქვენი არაკეთილისმსურველები თავს გამოამჟღავნებენ, ამიტომ ივნისი თქვენთვის არის კონფლიქტის, დაძაბულობისა და რთული სიტუაციების თვე, მაგრამ არ შეუშინდეთ გამოწვევებს, თქვენი ძლიერი ეგო ამ გამოწვევებში პოზიტიურ როლს ითამაშებს.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, ამ თვეში ეწვევით ისეთ ადგილებს, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ. ივნისის თვე სერიოზულ და ამაღელვებელ მოგზაურობას გიმზადებთ. ნუ შეგეშინდებათ აქამდე უცხო და უცნობი ადგილების დათვალიერების, ექსტრემალური გამოწვევების ამ მოგზაურობის დროს, ამ ტიპის მოგზაურობა ნამდვილ ზრდას და ცხოვრებით კმაყოფილებას გპირდებათ.
ლომი
ლომებო, დროა გამოცოცხლების და ახალი ძალით შეტევის. ივნისი თქვენთვის ენერგიისა და იმპულსების აფეთქებაა, რომელიც თქვენი მიზნებისკენ სავალ გზებს გაგიიოლებთ. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს იმპულსებს, რადგან წინდახედულობის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც დისკომფორტს შეგიქმნით.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ცხოვრების უფრო ვნებიანი პერსპექტივა, რადგან ივნისში საქმე გაქვთ გადაჭარბებულ გამბედაობასთან. თუ ამ ყველაფერს ნამდვილად ღირებულად და სწორად გამოიყენებთ და დაგეგმავთ, ბევრად უფრო წინ წახვალთ, ვიდრე ელოდით.
ქალწული
ამ თვეში თქვენ უნდა გაათავისუფლოთ თქვენი შინაგანი ჯადოქარი. შეასრულეთ შელოცვა ან რიტუალი, რომელიც მოგცემთ ზუსტად იმას, რაც გსურთ, რადგან თქვენი უნარები მანიფესტაციაში და ივნისში ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს.
ივნისის თვე ნიშანია იმისა, რომ მშვენიერ მდგომარეობაში ხართ თქვენი ოცნებების რეალიზებისთვის. თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რადგან განკარგულებაში გაქვთ ჭარბი რესურსი, მხარდამჭერები და დადებითი ენერგია; შემოქმედებითობა და მხატვრული ხედვები. თქვენ შეძლებთ შეცვალოთ რეალობა უკეთესობისკენ, მთავარია მოინდომოთ და იმოქმედოთ.
სასწორი
ამ თვეში თქვენს თავს ყველაფერი ისე ხდება, რომ იქმნება სივრცე თქვენთვის საინტერესო სიახლეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დასრულდეს რამე დიდი და მნიშვნელოვანი, ეს თვე გპირდებათ რაღაც კარგის აღორძინებას და ახალი წამოწყების ძლიერ სიმბოლოს.
ამ თვეში სასწორი ფერფლიდან ამომავალი ფენიქსს ჰგავს, რომელიც ზეიმობს საკუთარი თავის მკვდრეთით აღდგომას. ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ მზად იყოთ სწორი სტრატეგიებისთვის.
მორიელი
"შეხედე ვარსკვლავებს, შეხედე, როგორ ანათებენ ისინი შენთვის და იმ ყველაფრის გამო, რასაც შენ აკეთებ". ივნისის თვეში თქვენ აიმაღლებთ რწმენას საკუთარი თავის მიმართ, რაც ყველაფერზე მაღლა დადგება და ძალიან სასარგებლოც იქნება თქვენთვის.
ამ თვეში შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ სწორ გზაზე ხართ, მაგრამ ასევე უნდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სიმშვიდეა ქარიშხლის შემდეგ. თქვენ იცით, რა ძალების გაღება დაგჭირდათ აქ მოსახვედრად, რამ მოგცემთ სიმშვიდეს, ამიტომ არ მოდუნდეთ და იბრძოლეთ სულ და ყოველთვის.
მშვილდოსანი
ამ თვეში შეიძლება გქონდეთ მომენტები, როდესაც იგრძნობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, რაც ცოტათი დაგთრგუნავთ კიდეც. შეიძლება ემოციებშიც აირიოთ და საყვარელ ადამიანს კის ნაცვლად უთხრათ არა. ივნისის თვე გამოიყენეთ გრძნობების და ემოციების გასარკვევად.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჭკვიანურია ცხოვრებით და მიღებული სარგებლით სიამოვნება, აუცილებლად იბრძოლეთ იმის მისაღწევად, რაც ნამდვილად გულით გსურთ და ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ მიღწეულით.
ივნისის თვე თქვენი ბიუჯეტისთვისაც სერიოზული გამოწვევა იქნება, ამიტომ ეცადეთ მოერიდოთ დაუგეგმავ ხარჯებს და ათასი უსარგებლო და წვრილმანი ნივთის შეძენას.
თხის რქა
დაისვენეთ და დატკბით ცხოვრებით. ივნისის თვეში თქვენ შედიხართ დასვენებისა და გამოჯანმრთელების პერიოდში, რადგან ახლახან გადაურჩით მშფოთვარე სიტუაციას და გჭირდებათ დრო იმ ყველაფრის დასამუშავებლად, რაც მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის შეცვლასთან თუ ფულთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგებოდით, სავარაუდოდ, თავს სრულად დახარჯულად გრძნობთ და თქვენი გამძლეობა მთლიანად ამოწურულია. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ უბრალოდ განიტვირთოთ, იძინეთ მშვიდად და დიდხანს. თუ ადრე ენერგიის მხოლოდ გაცემაზე იყავით ორიენტირებული, ახლა მიეცით საკუთარ თავს უფლება, დაიბრუნოთ ენერგია. დაიმახსოვრეთ, შენი კეთილდღეობა უპირველეს ყოვლისა თქვენი დამსახურებიდან მოდის.
მერწყული
ამ თვეში შეიძლება ძალიან დიდი დრო დაუთმოთ შრომას, რაც საბოლოოდ გამოიღებს ნაყოფს. გააგრძელეთ ფოკუსირება თქვენი შემოსავლის გაზრდაზე და სიმდიდრის დაგროვებაზე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ „სიმდიდრე“ მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ მოგებას არამედ თქვენი რესურსების გამომჟღავნებასაც, რომელსაც ფლობდით, მაგრამ ამაზე თითქმის არ იცოდით. თქვენი რესურსების აღმოჩენა და საჭირო დროს მათი გამოვლენა ივნისში თქვენს კარიერულ წინსვლას გზას გაუხსნის.
თევზები
ეს თვე იდეალური დროა ერთ საქმეში ჩაძირვისთვის უფრო ღრმად, ვიდრე ოდესმე. ჩადეთ დამატებითი ძალისხმევა კონკრეტული მიზნისთვის და იმოქმედეთ თავდაუზოგავად. ეს გადამეტებული თავდადება მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ მომავალი მიზნებისთვის.
დაეუფლეთ კონკრეტულ უნარს ან მიზანს და იმოქმედეთ მის განსახორციელებლად; თუ ბევრ გამოწვევას ერთდროულად მიიღებთ, გვერდზე დაგრჩებათ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. იყავით მეტად კონკრეტული და მიზანდასახული.
თემები: ასტროლოგია, ტარო